31 დეკემბერს მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო კონცერტი გაიმართა

2 January, 2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, 31 დეკემბერს მთავარ ნაძვისხესთან, საახალწლო კონცერტი გაიმართა.

ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად მოწვეულმა ვარსკვლავებმა სოფო ბედიამ და დავით არჩვაძემ ცნობილი სიმღერები გააჟღერეს.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა, ამ ფაქტმა, განსაკუთრებული ემოცია და შთაბეჭდილება შესძინა ფინალს.

ბატონმა ავთანდილ გულიკაშვილმა გარეჯელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მადლობა გადაუხადა სტუმრებს და საშობაო კონცერტი დააანონსა:

- საახალწლო მუხტი არ ნელდება და 7 იანვარს დასკვნით-საშობაო კონცერტზე გიწვევთ,სადაც სიურპრიზებით სავსე ღონისძიება გელოდებათ, ერთად ვიზეიმოთ შობა!

Share page