14 იანვარი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ერთი დღე

17 January, 2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-ავთანდილ გულიკაშვილი პირველ მოადგილესთან და საკრებულოს თავჯდომარესთან ერთად სასწრაფო - სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის საგარეჯოს განყოფილების მორიგე ჯგუფებს ესტუმრა და ძველით ახალი წელი მიულოცა.

მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის და ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, არსებულ საჭიროებებზე გაესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო.

- ეს არის მუდმივი შრომის, უაღრესად რთული, სარისკო და საპასუხისმგებლო პროფესია. სწორედ მათი საქმისადმი სიყვარულზე და თავდადებაზეა დამოკიდებული ხშირად ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება. ვიცი, რომ ეს ადამიანები თავს არ ზოგავენ, რათა მისია წარმატებით შეასრულონ და სხვათა გადასარჩენად, მზად არიან, საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენონ. მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო ამ თავდადებისთვის! მივულოცო შობა-ახალი წელი, ვუსურვო მხნეობა, ჯანმრთელობა და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება! - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა

Share page