საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა - ავთანდილ გულიკაშვილმა ყანდაურის ბაღის სარემონტო სამუშაოები მოინახულა

26 January, 2022

ბაღებში სააღმზრდელო პროცესის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარმართვის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა - ავთანდილ გულიკაშვილმა მონიტორინგის მიზნით, პირველ მოადგილესთან - ემზარ კუჭუაშვილთან ერთად, სოფელ ყანდაურაში საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მოინახულა.

ამ ეტაპისათვის, შეცვლილია შენობის სახურავი, ხის ფანჯრები ჩანაცვლებულია მეტალოკონსტრუქციით, მიმდინარეობს შიდა კედლების დამუშავება და ფასადის შლესვის სამუშაოები.

ბატონმა მერმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს სამუშაოს ხარისხიანი შესრულებისა და გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

- ჩვენი მიზანია, რომ ყველა ბაღში, სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს შესაბამის გარემოში, დამონტაჟდეს ცენტრალური გათბობის სისტემა და ოთახები აღიჭურვოს საჭირო ინვენტარით.

ამ მიმართულებით აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შდეგს - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

Share page