საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ერთი დღე სოფლად

31 January, 2022

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-ავთანდილ გულიკაშვილი, პირველ მოადგილესთან - ემზარ კუჭუაშვილთან, ხაშმის წარმომადგენლეთან და დეპუტატთან ერთად, საჭიროებების განსაზღვრისა და გამოვლენის მიზნით, სოფელ ხაშმის თემში შემავალი დასახლების - "წალმიანის" მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებმა ბატონ მერს, გამოჩენილი ყურადღებისთვისა და დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადეს და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

სოფლის სტატუსის განსაზღვრის თაობაზე გაიმართულ კრებას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ და სამომავლო გეგმებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

- ჩემი პრიორიტეტია, რომ მოქალაქეებს ქონდეთ საცხოვრებელი პირობები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თითოეულმა ოჯახმა უნდა იგრძნოს ხელისუფლების მხარდაჭერა, მე აქტიურად გავაგრძელებ ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვედრებს და პირადად გავეცნობი ყველა ადამიანის საჭიროებას, არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ჩემს გუნდთან ერთად, არსებული რესურსის გათვალისწინებით, უკეთესობისკენ შევცვალოთ მდგომარეობა- განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა

Share page