ავთანდილ გულიკაშვილმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

21 March, 2022

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი - ავთანდილ გულიკაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელ- მანანა ცუცქირიძესთან ერთად სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

მოსწავლეებმა პერფორმანსის სახით წარმოადგინეს ტრადიციული დღესასწაულის მნიშვნელობა და არაერთი ლექსი შემოგვთავაზეს.

ავთანდილ გულიკაშვილმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა:

- ჩემო თანამოქალაქეებო, გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს და გაზაფხულის შემობრძანებას! დღეს, აქ იმისთვის ვარ, რომ ეს დღესასწაული მოგილოცოთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ღონისძიებისთვის, შრომისთვის - პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს.

თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს ვუსურვებ წარმატებას, ხვავსა და ბარაქას. ნოვრუზ ბაირამი ოჯახური დღესასწაულია და საქართველო, როგორც ერთიანი ოჯახი, თითოეული ჩვენი მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, ამ დღესასწაულის თანაზიარია.

ჩვენ, მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს, ერთი ქვეყნის შვილები ვართ. პირველ რიგში გვაერთიანებს სურვილი - გვქონდეს მშვიდობა და კეთილდღეობა!

AZ

Bu gün Saqareco Bələdiyyəsinin meri - Avtandil Qulikaşvili. Yerli özünüidarəetmə orqanlarının nümayəndələri və resurs mərkəzinin rəhbəri Manana Tsutskiridze ilə birlikdə Lambalo kəndinin ictimai məktəbində Novruz bayramına həsr olunmuş tədbirdə iştirak edib.

Şagirdlər ənənəvi bayramın mənasını tamaşa şəklində təqdim edib, bir sıra şeirlər səsləndiriblər.

Avtandil Qulikaşvili azərbaycanlı həmvətənlərini bayram münasibətilə təbrik edib və bir daha qeyd edib:

- Həmvətənlərim, Novruz bayramınızı və yazın gəlişini təbrik edirəm! Bu gün mən sizi bu bayram münasibətilə təbrik etmək üçün buradayam. Bu tədbirə, əməyə görə sizə - müəllimlərə, tələbələrə, valideynlərə təşəkkür etmək istəyirəm.

Hər birinizə, ailənizə uğurlar, firavanlıq və firavanlıq arzulayıram.

Novruz bayramı ailə bayramıdır və Gürcüstanda vahid ailə olaraq etnik və dini mənsubiyyətindən asılı olmayaraq hər bir vətəndaşımız bu bayramı bölüşür.

Biz çoxillik dostluq, bir ölkənin övladlarıyıq. Bizi ilk növbədə, sülh və firavanlıq arzusu birləşdirir!

Share page