Hot line : 599801744

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიში

5 May, 2022

მოხსენებითი ბარათი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის

ანგარიშის შესახებ

      

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი მ.წ. პირველ კვარტალში შეიცვალა ორჯერ, დაზუსტებული ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილების გეგმა, აგრეთვე გადასახდელების გეგმა  განისაზღვრა 42 300,533  ლარით, ანუ დამტკიცებულ 19 853,700 ლართან შედარებით 22 446,833 ლარით (113%) გაიზარდა.

ბიუჯეტში  განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან დაემატა 7779,928 ლარი, მ.შ.: საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის მიერ 17 იანვრის  N75 განკარგულებით  სულ 4 568,597 ლარი, აქედან 3 822 318 ლარი  საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 235,296 ლარი წყლის სისტემების განვითარებაზე,   510,983 ლარი სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობისათვის; სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 15 თებერვლის №277 განკარგულებით  668,000 ლარი;  14 იანვრის №51 განკარგულებით მიზნობრივი ტრანსფერი 136,787 ლარი მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის; 2 თებერვლის   №206 განკარგულებით „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების დასაფინანსებლად ზოგიერთი მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ 2021 წლის 16 აგვისტოს   №1419 განკარგულებაში შევიდა ცვლილება და დაფინანსდა  2 006, 544 ლარით „მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ხელმისაწვდომობის გაზრდა მისასვლელი გზის რეაბილიტაციისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის  მოწყობის“ პროექტი; 2021 წლის 27 დეკემბრის №2374 განკარგულებით საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, 2021 წელს განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებიდან გამომდინარე, კაპიტალური გრანტი 400,000 ლარი. წინა წლის ნაშთიდან  განაწილდა სულ 14666,905 ლარი, მ.შ. სახელმწიფო ფონდებიდან 2486,104 ლარი, საბიუჯეტო სახსრები ფონდების გარეშე 12180,801 ლარი.   ნაშთი წლის დასაწყისისთვის შეადგენდა 17843,320 ლარს, მ.წ. 1 აპრილის მდგომარეობით  შეადგინა 25707,789   ლარი.

2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის საშემოსავლო ნაწილი შესრულდა 165 %–ით (გეგმა  8026,082 ლარი, ფაქტი 13227,677 ლარი).

ბიუჯეტის შემოსავლების (გადასახადები, გრანტები, სხვა შემოსავლები) სახით შემოსულია 5100,872 ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (8011,082 ლარი) 64 % შეადგენს.

გადასახდების სახით შემოსულია 3569,200 ლარი, გეგმის 4315,100 ლარის 83 %, აქედან  ქონების გადასახადი შეადგენს 109,944 ლარს;  მათ შორის: ფიზიკურ პირთა ქონების 674 ლარი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 81,782 ლარი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 8,642 ლარი,  საწარმოთა ქონების(გარდა მიწისა) 18,846 ლარი;  საქონელსა და მომსახურებაზე ანუ დამატებითი ღირებულების გადასახადი შემოვიდა 3459,225 ლარი (გეგმის 3575,000 ლარის 97 %); 

გრანტების სახით მიღებულია 972,511 ლარი, გეგმის 3182,982 ლარის 31 % მათ შორის: მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 140,244  ლარი, აქედან 79,044 ლარი მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხარჯია;  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კაპიტალური ტრანსფერის სახით მიღებულია 432,267 ლარი, სხვა კაპიტალური დანიშნულების გრანტები 400,000 ლარი;

სხვა შემოსავლების სახით შემოსულია 559,192 ლარი, რაც გეგმის  513,000 ლარის 109 %-ია, მათ შორის: 1) შემოსავალი პროცენტებიდან 203,792 ლარი  (გეგმის 200,000 ლარის 102 %);  2) რენტა 159,868 ლარი (გეგმის 100%), აქედან: მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შემოსულია 140,884 ლარი,  შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში (უზურფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გაცემიდან 18,984 ლარი; 3) საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია 20,638 ლარი (გეგმის 23,000 ლარის 90 %), აქედან: ა)ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახდელები 19,029 ლარი (გეგმის 20,000  ლარის 95 %), მ.შ.: დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის 10,589 ლარი, მშენებლობის ნებართვაზე 8,240 ლარი, სამხედრო სავალდებულო გადავადების 200 ლარი; ბ) არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება(შემოსავალი შენობების და ნაგებობების იჯარაში ან მართვაში გადაცემიდან) 1,608 ლარი, (გეგმის 3,000  ლარის 54 %); 4) ჯარიმები, სანქციები და საურავები 147,123 ლარი (გეგმის 130,000 ლარის 113 %); 5) შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები 27,772 ლარი;

არაფინანსური აქტივების კლებიდან შემოსულია 8126,805  ლარი, რაც გეგმის (15,000  ლარის) 54179 %-ია, ეს არის არაწარმოებული აქტივების (მიწის)  გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი.

საგასავლო ნაწილი შესრულდა 49%–ით (გეგმა 10950,663  ლარი, ფაქტი 5363,208 ლარი); მათ შორის, დაფინანსების მიხედვით: საბიუჯეტო სახსრები ფონდების გარეშე შესრულდა 70 %-ით (გეგმა 6188,685 ლარი, ფაქტი 4323,997 ლარი);  სხვა დონის ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანსფერი შესრულდა 56 %-ით (გეგმა 115,900 ლარი, ფაქტი  65,372 ლარი);  სხვა დონის ერთეულის ფონდიდან გამოყოფილი ტრანსფერი შესრულდა 21 %-ით (გეგმა 4646,078 ლარი, ფაქტი  973,838 ლარი);

  საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით:  შრომის ანაზღაურება  856,415 ლარი, გეგმის 928,987 ლარის 92 %; საქონელი და მომსახურება 950,369 ლარი,  გეგმის 1196,162   ლარის 79 %; სუბსიდიები  1568,663 ლარი, გეგმის  2002,734 ლარის 78 %;  გრანტები  60,722 ლარი, გეგმის 75,722 ლარის  80 %; სოციალური უზრუნველყოფა 285,352 ლარი, გეგმის 339,084 ლარის 84%; სხვა ხარჯები 583,838 ლარი, გეგმის 513,664 ლარის 75 %; არაფინანსური აქტივების ზრდა 1126,022 ლარი,  გეგმის 5724,136 ლარის 20 %.                                                                                                                                        

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების შესრულება ასეთია: მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯებმა შეადგინა სულ 1143,034 ლარი,  გეგმის 1406,134 ლარის   81 %; მ.შ. საკრებულოს  285,247 ლარი, გეგმის 308,330 ლარის 93 %; მერიის 816,484 ლარი, გეგმის 1008,756 ლარის 81 %; სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის 41,302    ლარი, გეგმის  90,000 ლარის  46 %;

ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯებმა შეადგინა სულ 1752,917 ლარი, გეგმის 5021,095 ლარის 35 %, მათ შორის:

1) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება   545.242 ლარი, გეგმის 2882.318 ლარის  19 %, აქედან გზების მიმდინარე შეკეთება  44,407 ლარი, გეგმის 54,965 ლარის 81 %; შ.პ.ს. „საგარეჯო“ 77,691 ლარი, გეგმის  97,000 ლარის 80  %; ახალი გზების მშენებლობა 421,936  ლარი, გეგმის 2729,145  ლარის  15 %;   საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება 1,208 ლარი გეგმის 100 %;                                                       

2) წყლის სისტემების განვითარება  373,253 ლარი, გეგმის  786,204  ლარის  47 %; აქედან სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია 271,692 ლარი, გეგმის 648,304  ლარის  42 %; ა(ა)იპ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეგულირებისა და ლაბორატორიული კვლევის ცენტრი“ 101,561 ლარი, გეგმის 137,900 ლარის 74%;                                                                                                                                                  

3) გარე განათება  379,211 ლარი, გეგმის 648,979 ლარის 58 %, მათ შორის: გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია 360,733 ლარი, გეგმის 366,000 ლარის 99 %,  გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა 18,478 ლარი, გეგმის 282,979 ლარის 7 %;                                                                

4) ავარიული შენობების და სახლების რეაბილიტაცია 454,526 ლარი გეგმის 578,706 ლარის 79 %;

5) კეთილმოწყობა 665 ლარი, გეგმის 39,803 ლარის 2 %, ეს არის საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციის ხარჯი;

6) სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გეგმა 85,085 ლარი.

დასუფთავება და გარემოს დაცვის ხარჯებმა შეადგინა სულ 381,332 ლარი, გეგმის 897,725 ლარის 42 %; მათ შორის:

1) დასუფთავება და ნარჩენების გატანა 183,241 ლარი, გეგმის 247,722 ლარის 74 %;                                                                                                                

 2) შ.პ.ს. ”სუფთა მუნიციპალიტეტი 2018”  198,091 ლარი, გეგმის 282,578 ლარის 70 %;

3) მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება გეგმა 367,425 ლარი;

განათლების ხარჯები დაფინანსებულია 1068,930 ლარით, გეგმის 2226,150 ლარის, 48 %–ით; მათ შორის: 1) ა(ა)იპ „საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა  გაერთიანება“  620,951 ლარით, გეგმის 829,150 ლარის  75 %;

2) სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა 323,502 ლარით, გეგმის                                                                                                                                                               1068,625 ლარის 30 %;

3) ა(ა)იპ „საგარეჯოს სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების“ ხარჯებმა შეადგინა 30,629 ლარი, გეგმის 35,600 ლარის 86 %;

4) სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა განათლების სფეროში გეგმა 3,200 ლარი;

5) საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა 93,849 ლარი, გეგმის 289,575 ლარის 32 %;

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი  დაფინასებულია 613,005 ლარით, გეგმის 903,658 ლარის 68 %, აქედან,

1) სპორტის განვითარების ხელშეწყობა დაფინანსდა 409,432 ლარით, გეგმის 592,808 ლარის 69 %, მათ შორის: ა(ა)იპ ”საგარეჯოს №105 კომპლექსური სასპორტო სკოლა“ 10,377 ლარით, გეგმის 13,500 ლარის 77 %; ა(ა)იპ ’საგარეჯოს სპორტული გაერთიანება“  123,038 ლარით, გეგმის 130,000 ლარის 95%; ა(ა)იპ რაგბის კლუბი“ვეფხვები“  119,584 ლარით, გეგმის  124,600  ლარის 96 %; შ.პ.ს. საფეხბურთო კლუბი საგარეჯოს გარეჯი“   18,000 ლარით, გეგმის 100 %;  სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა გეგმა 10,000 ლარი ფაქტი 6,928 ლარი, 69 %; სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა 131,505 ლარი, გეგმის 296,708 ლარის 44 %;                                                                                                

2) კულტურის სფეროს განვითარება დაფინანსდა 184,007 ლარით, გეგმის 288,100 ლარის 64 %-ით, მათ შორის:  ა(ა)იპ „საგარეჯოს ჯემალ ბურჯანაძის სახელობის სამუსიკო სკოლა“ 50,846 ლარი, გეგმის 51,400 ლარის 99 %; ა(ა)იპ კულტურის ობიექტების გაერთიანება 126,721 ლარი გეგმის 170,400 ლარის 74 %; კულტურული ღონისძიებები 6,440 ლარი, გეგმის 66,300 ლარის 10 %;

3) ახალგაზრდობის მხარდაჭერა 10,318 ლარი, გეგმის 12,000 ლარის 86 %;                                                                       4) საგამომცემლო საქმიანობა 9.248 ლარი , 10,750 ლარის  86 %.

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა დაფინანსდა 403,988 ლარი, გეგმის 493,901 ლარის 82 %, აქედან, ჯანმრთელობის დაცვა დაფინანსდა 27,977 ლარით, გეგმის 42,901 ლარის 65 %; მათშორის:                                                                                                                               

1) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა დაფინანსდა 26,577 ლარით გეგმის  41,400 ლარის 64 %; 2) სოფლის ამბულატორიების ხელშეწყობა და ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია დაფინანსდა 1,400 ლარით გეგმის 1,500 ლარის 93 %; 

სოციალური დაცვა დაფინანსდა 376,012 ლარით გეგმის 451,000 ლარის 83 %, მათ შორის:

1) პირველ და მეორე  ახალდაბადებული ბავშვიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა   900 ლარით, გეგმის 2,400 ლარის 38 %, დახმარება გაეწია 3 ოჯახს;  

2) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა 26,400 ლარით გეგმის 100 %, დახმარება გაეწია 66 ოჯახს; 

3) ბავშვთა კვების პროგრამა 1,522 ლარით გეგმის 100 % (8 ბავშვი);

4) უდედმამო ბავშვების დახმარების პროგრამა 2,300 ლარით გეგმის 3,300 ლარის 70 %(   10 ბავშვი);

 5) შშმ 18 წლამდე ბავშვთა  დახმარების პროგრამა 8,200 ლარით გეგმის 11,000 ლარის 75 %, დახმარება გაეწია 82 ბავშვს;

6) შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა 6,303 ლარით გეგმის 12,000 ლარის 53%,  დაფინანსდა 2 ბენეფიციარის სარეაბილიტაციო კურსი,  შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციართათვის განხორციელდა ტელევიზორის შესყიდვა და გადაცემა, აგრეთვე დაფინანსდა ცენტრის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის  და ბენეფიციართა ტრანსპორტით მომსახურების ხარჯები;

7) მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარების პროგრამა 1,800 ლარი გეგმის 4,000 ლარის 45 % (9 ბენეფიციარი);

8) სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საყოფაცხოვრებო აუცილებელი ტექნიკის შეძენა გეგმა 500 ლარი;

9) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების  პროგრამა 51,575 ლარი გეგმის 54,715 ლარის 94 %( 84 ბენეფიციარი);

10) მედიკამენტების შეძენაზე დახმარების  პროგრამა 48,640 ლარი გეგმის 100 % (125 ბენეფიციარი);

11) ონკოლოგიურ პაციენტთა დახმარების პროგრამა 67,107 ლარი გეგმის 100 % (111 ბენეფიციარი);

12) ბიკარბონატული ჰემოდიალიზი-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების დაფინანსების პროგრამა 9,100 ლარი გეგმის 10,000 ლარის 91 %( 32 ბენეფიაციარი);

13) ელექტრო ენერგიის და გაზის გადასახადის დაფინანსების პროგრამა 9,180 ლარი გეგმის 10,000 ლარის 92 %( 436 ბენეფიაციარი);

14) მოწყვლადი ჯგუფების  გათბობის ხარჯით  დახმარების  პროგრამა 6,100 ლარი გეგმის 11,634 ლარის 52 % (122 ბენეფიციარი);

15) სოციალურად დაუცველი მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვების გაცემა დღესასწაულებზე გეგმის 80,000 ლარის 64 % ანუ 51,013 ლარი, ეს არის სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების შეძენის ხარჯი,  გადაეცათ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით  1000 ბენეფიციარს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის სოციალურად დაუცველ 200 ბენეფიციარს;

16) მოსახლეობის ტრანსპორტირების პროგრამა 3,980 ლარი გეგმის 6,200 ლარის 64 %;

17) ხანდაზმულ (95 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა 600 ლარი გეგმის 1,000 ლარის 60 % (3 ბენეფიციარი);

18) უპატრონო და სოც დაუცველი მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურეობის  პროგრამა 2,400 ლარი გეგმის 4,000 ლარის 60 % (89 ბენეფიციარი);

19) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის  დროებით სარგებლობაში გადაცემულ ფართებში მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნის პროგრამა 750 ლარი  გეგმის 2,500 ლარის 30 %, გაიწმინდა ქ.საგარეჯოში კახეთის გზატკეცილი №19-ზე მდებარე საერთო საცხოვრებელი კორპუსის ეზოში არსებული სამი საკანალიზაციო ჭა;

20) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა 4,000 ლარი გეგმის 9.500 ლარის 42 % (19 ოჯახი);

21) უმწეოთათვის  უფასო სასადილოს დაფინანსება 62,631 ლარი გეგმის 70,900 ლარის 88 % (220 ბენეფიციარი);

22) ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა 600 ლარი გეგმის 2,500 ლარის 24 %, დახმარება გაეწია სამშობლოს დაცვისათვის ომში მონაწილე 2 ვეტერანს;

23) წითელი ჯვრის დაფინანსების პროგრამა 3,460 ლარი გეგმის 3,500 ლარის 99 %;

24) სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსება 7,000 ლარი გეგმის 100 % (7 ბენეფიციარი);

 25) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა 450 ლარი გეგმის 500 ლარის 90 %.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 170,012 ლარი სტიქიის (2022 წლის 14-15 იანვრის ძლიერი ქარი) შედეგად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების სტიქიის მიერ დაზიანებული სახურავების მოწყობის სამუშაოებისთვის 48,091 ლარი; 2022 წლის 05 თბერვლის სტიქიის შედეგად (ძლიერი ქარი) დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის მიზნით  70,000 ლარი, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღსადგენად საჭირო სამშენებლო მასალების შესასყიდად და მოსახლეობისთვის გადასაცემად 37,444 ლარი; უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად  საკვები პროდუქტების შესყიდვა 10,000 ლარი; მოქალაქეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების სტიქიის მიერ დაზიანებული სახურავების მოწყობის სამუშაოებისთვის მხარის მიერ 2022 წელს წარმოდგენილი შესრულებულ სამუშაოებზე ასანაზღაურებელი თანხის გადახდის მიზნით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ  შ.პ.ს “ნიუ ქონსთრაქშენს“-თან  დადებული 2021 წლის 9 სექტემბრის N109/1 ხელშეკრულების საფუძველზე 2,542 ლარი, აგრეთვე  შ.პ.ს “ზზ ქონსთრაქშენს“ -თან დადებული 2021 წლის 18 აგვისტოს N97/1 ხელშეკრულების საფუძველზე 1,935 ლარი.

ბიუჯეტის არასაკუთარი შემოსავლების დაზუსტებულმა გეგმამ  შეადგინა 364,183 ლარი, შესრულდა 86 %-ით ანუ 314,009 ლარით, მ: შ:

დასახელება

საკუთარი სახსრების I კვარტლის გეგმა ნაშთის ჩათვლით

საკუთარი სახსრების I კვარტლის შესრულება

შესრულების %

ა.ი.პ.  საგარეჯოს N105 კომპლექსური სასპორტო სკოლა

1452

1050

72

ა.ი.პ. საგრეჯოს სპორტული  გაერთიანება

899

1

0

ა.ი.პ საგარეჯოს ჯ.ბურჯანაძის სახ.სამუსიკო სკოლა

5691

4761

84

ა.ი.პ კულტურის ობიექტების გაერთიანება

17467

183

1

ა.ი.პ.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

29356

11993

41

ა.ი.პ. რაგბის კლუბი ვეფხვები

32541

23411

72

შ.პ.ს.საფეხბურთო კლუბი საგარეჯოს გარეჯი

272995

271794

100

შ.პ.ს.საგარეჯო

2285

0

0

შ.პ.ს.საინფორმაციო გაზეთი გარეჯის მაცნე

1497

816

55

სულ

364183

314009

86

 

გ) პროექტის ავტორი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი - ავთანდილ გულიკაშვილი

 

დ) პროექტის წარმდგენი                                                                                                                                       

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი                    - მარინე თედიაშვილი.

Share page