მუნიციპალური ტურნირის მონაწილე გუნდებს საფეხბურთო ფორმები გადაეცა
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სპორტული აქტივობების დანერგვის წახალისების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილესთან - ემზარ კუჭუაშვილთან და მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე, მუნიციპალური ტურნირის მონაწილე გუნდებს საფეხბურთო ფორმები გადასცა და სამომავლო ასპარეზზე წარმატება უსურვა.