გოგა მაისურაძის სახელობის ტურნირი

5 August, 2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის მხარდაჭერით, საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე, მინი ფეხბურთში, 12 გუნდის მონაწილეობით გოგა მაისურაძის სახელობის ტურნირი გაიმართა.

ფინალში საპრიზო ადგილები შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდა: III ადგილი უდაბნოს გუნდმა დაიკავა, II ადგილზე ნინოწმინდის გუნდი გავიდა, ხოლო I ადგილი და თასი GEO FIT -ის გუნდს ხვდა წილად.

ავთანდილ გულიკაშვილმა, მოადგილესთან, გიორგი ლალიაშვილთან და საკრებულოს თავჯდომარე - ალექსი გილაშვილთან ერთად ფინალისტებს მადლობის სიგელები, მედლები და პირველი ადგილის მფლობელი გუნდის კაპიტანს გამარჯვების თასი გადასცა და გამარჯვება მიულოცა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტში სპორტული აქტივობები პერმანენტულად გაგრძელდება და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებსაც მოიცავს.

Share page