საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება 2023-2026 წლის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

14 September, 2022

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ე“ და „ე.ვ“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 62-ე მუხლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №283 ბრძანების მე-4 დანართის მე-4 პუნქტის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის
ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების უფროსის მარინე თედიაშვილის 2022 წლის 01 სექტემბრის N05-522224430 საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ


1. დამტკიცდეს:
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა დანართი 1 - ის შესაბამისად;
ბ) პროგრამული კოდების მიხედვით პროგრამების/ქვეპროგრამების/ ღონისძიებების განმახორციელებელი სამსახურები/ააიპ/შპსც დანართი 2 -ის შესაბამისად.
2. დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსს მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროგრამების /ქვეპროგრამების/ ღონისძიებები მათი მიზნები, აღწერა, საშუალოვადიანი და საბოლოო შედეგები, შეფასების ინდიკატორები გაითვალისწინოს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას.
3. ბრძანების გაცნობის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს ადმინისტრაციული და შესყიდვების
სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. ბრძანება ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქუჩა N15).

ავთანდილი გულიკაშვილი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია-მერი

Share page