13 ოქტომბერს, პირველად, ქალაქი საგარეჯო ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

7 October, 2022

13 ოქტომბერს, პირველად, ქალაქი საგარეჯო ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, აღინიშნება ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“.

საფესტივალო ტერიტორიებზე გაეცნობით და დააგემოვნებთ მრავალფეროვან ქართულ ღვინოს, ეზიარებით 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციას, დაათვალიერებთ ღვინის მარნებს, მონაწილეობას მიიღებთ გასართობ ღონისძიებებში, ისიამოვნებთ ქართული სამზარეულოთი, მუსიკით, ცეკვითა და სიმღერით.

ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში.

გსურთ გაიგოთ მეტი ქართული ღვინის ისტორიის, ღვინის სახეობებისა და კერძების შეხამების შესახებ? მონაწილეობა მიიღოთ პურის ცხობასა და ჩურჩხელების ამოვლებაში? იქნებ შემოქმედებითი აქტივობები უფრო გიზიდავთ, მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამის თანხლებით? ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი,13 ოქტომბერს, ქ. საგარეჯოში მოწყობილ საფესტივალო ტერიტორიებზე გელოდებათ.

ფესტივალის სრული პროგრამა:

ადგილი: საგარეჯო/ცენტრალური მოედანი;

დასაწყისი: 5 საათი;

17:00–20:00 კახური ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.

17:00–20:00 კვების სივრცე.

17:00–19:00 კულინარიული მასტერკლასი მანჯისთან ერთად.

17:00–20:00 ღვინის დაწურვა საწნახელში, პურის ცხობა; თათარის

მომზადება; ჩურჩხელების ამოვლება; ჭაჭის გამოხდა.

 17:00–20:00 ხელნაკეთი ნივთების დამზადების მასტერკლასი.

17:00–20:00 ფილმის „ღვინის ქურდები“ გაცოცხლება.

17:00–20:00 გაცოცხლებული ფიროსმანის ნახატი.

17:00–20:00 მიმების წარმოდგენა.

17:00–20:00 ტრადიციული კახური სუფრა და ქართული სიმღერა.

17:00–20:00 შემეცნებითი ინსტალაცია „8000-წლიანი უწყვეტი

ტრადიცია“.

 20:00 კონცერტი - „ალილო“ .

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის მხარდაჭერითა და მერიის ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების თანაორგანიზებით იმართება.

 

Share page