Hot line : 599801744

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში

21 October, 2022

სახელშეკრულებო ფართობებთან დაკავშირებული პროდუქციიის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლებში გარემოზე ზემოქმედების შეფასება.

სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს

გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა

გაცნობებთ, რომ ნავთობის და გაზის   IX-A; XI-K; XI-L და XI-Q სალიცენზიო ბლოკებზე (ტერიტორიულად მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, საგარეჯოს, გარდაბნისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს) სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიების საფუძველზე ნავთობის და გაზის ოპერაციებს ახორციელებს უცხოური საწარმოს ფილიალი „Georgia Oil & Gas Limited-ის ფილიალი საქართველოში“, რომლის დაკვეთით კონსულტანტი კომპანია შპს „გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრი-ეკომეტრი“ ამზადებს ზემოაღნიშნული სალიცენზიო ბლოკების მომცველი ტერიტორიის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებს“ (გზშ), რომლებიც შეიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად გარემოზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს.

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების  ს ა ჯ ა რ ო    გ ა ნ ხ ი ლ ვ ა     გაიმართება

2022 წლის 10 ნოემბერს 14 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გზშ-ის ანგარიშები ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. დოკუმენტის ელექტრონული   ვერსია   განთავსებულია   ნავთობის   და   გაზის   სახელმწიფო   სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე (ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო/State Agency of Oil and Gas), დუშეთის (dusheti.gov.ge), თიანეთის (tianeti.gov.ge), მცხეთის (mtskheta.gov.ge), საგარეჯოს (sagarejo.gov.ge), გარდაბნისა (gardabani.gov.ge) და ახმეტის (akhmeta.gov.ge) მუნიციპალიტეტების  ოფიციალურ  ვებ-გვერდებზე,  ასევე  მოთხოვნის  შემთხვევაში სააგენტოსა   (ქ.თბილისი,   სანაპიროს   ქ.№2)   და   ზემოაღნიშნული   მუნიციპალიტეტების მერიებში ხელმისაწვდომია გზშ-ის ანგარიშების ნაბეჭდი ეგზემპლარი.

საზოგადოებას უფლება აქვს გზშ-ის ანგარიშების განთავსებიდან 40 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები გზშ-ის ანგარიშებთან დაკავშირებით (წერილობით; საჯარო განხილვის დროს; ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების საშუალებას).

საჯარო განხილვა ღიაა და საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მასში.

Share page