Hot line : 599801744

ქალთა ოთახის მენეჯერის ანგარიში

28 December, 2022

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი, “ქალთა ოთახის მენეჯერი” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი თამარ ურდულაშვილი ანგარიშით წარსდგა საზოგადოების წინაშე.  საზოგადოებას გააცნო” ქალთა ოთახისა “და გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. 

გაიმართა დასკვნითი ღონისძიება: “ქვა თაროზე! არა ძალადობას!” პანელური დისკუსიის ფორმატში. ღონისძიებას ესწრებოდნენ.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი, მერის მოადგილე,გიორგი ლალიაშვილი, გენდერული საბჭოს წევრები ლელა ფანოზიშვილი, მაკა ეპიტაშვილი და თამარ ყორღანაშვილი.

 საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის საპატიო მედლითადა სიგელით  დაჯილდოვდნენ:

 ევგენი ნიკოლაშვილი.

 ილია ჭიაურელი,

 ბესიკ ღვინაშვილი,

 ლექსო შათირიშვილი

 ნუგზარ ჩალათაშვილი

 ნინო ბურდიაშვილი

 ლია შენგელიძე

 ლელა ფანოზიშვილი

 ნატალია კურდღელაშვილი

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირს, “ქალთა ოთახის მენეჯერს” თამარ ურდულაშვილს  და საბჭოს ყველა წევრს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

Share page