სოფელ გიორგიწმინდის ტერიტორიაზე არსებული მდ. ანთოკისხევის დაგროვილი ჭარბი ინერტული ნატანისგან გაწმენდითი სამუშაოები

16 January, 2023

გაცნობებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის ტერიტორიაზე არსებული მდ. ანთოკისხევის დაგროვილი ჭარბი ინერტული ნატანისგან გაწმენდითი სამუშაოების წარმოებას.

გაწმენდითი სამუშაოები იწარმოებს სისტემატიურად, შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო სამუშაოების ფარგლებში კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით მოახდინოს სასარგებლო წიაღისეული ამოღება, რომელზეც დადგენილი იქნება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი.

საჭიროების შემთხვევაში სამუშაოები იწარმოებს სხვადასხვა კომპანიებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინასწარი შეტყობინებით და მათ მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით.

დაინტერესებულ კომპანიებს გთხოვთ, 2023 წლის 17 იანვრიდან 2022 წლის 18 იანვრის ჩათვლით წარმოადგინოთ განაცხადები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიის საშუალებით, (მის: ქ. საგარეჯო, დ. აღმაშენებლის #9).

Share page