Hot line : 599801744

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელი მანავის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე დაგეგმილია სამელიორაციო სისტემის მოწყობა და ექსპლუატაცია

27 January, 2023

სკრინინგის ანგარიში ეხება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელი მანავის მიმდებარე ტერიტორიაზე სარწყავი სიტემის მოწყობა-ექსპლუატაციას. საირიგაციო მიზნებისთვის მდ. ჩაილურიდან დაგეგმილია - საათში 70 მ 3 მოცულობის წყლის აღება. წყალის აღება განხორციელდება ტუმბოს მეშვეობით და მილსადენით მიეწოდება სარწყავ დანადგარს (ე.წ ბარაბნიანი სპრინკლერს). პროექტის მიხედვით დაგეგმილია 35 ჰა მიწის ფართობის მოწყვა, რაც განხორციელდება მაისიდან - აგვისტოს ჩათვლით. საპროექტო არეალი ადმინისტრაციულად მიეკუთვნება საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, სოფ. მანავს. საირიგაციო ტერიტორია (უკიდურესი ჩრდილოეთ ნაკვეთიდან) საკმაოდ დიდი მანძილით, დაახლოებით - 5 კილომეტრით, არის დაშორებული უახლოესი დასახლებული პუნქტიდან (სოფ. მანავი). სამელიორაციო სისტემის მოწყობა-ექსპლუატაცია დაგეგმილია იონჯის გაშენება-მორწყვის მიზნით. იონჯა პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია, რომელიც უმთავრესად მრავალწლოვანი (საშუალოდ 5-7 წელი) ბალახოვანი მცენარეა. დაგეგმილი პროექტი, მდინარიდან წყლის აღება და საპროექო ნაკევთების ირიგაცია, არ განეკუთვნება გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მომხდენ საქმიანობათა ჯგუფს. მდინარიდან წყალაღება და საირიგაციო მნიშვნელობით გამოყენება წლის განმავლობაში, დროებით ხასიათს ატარებს და შემოიფარგელება მხლოდ 4 თვით. საქმიანობის დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე, საჭიო წყლის რაოდენობის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა, როგორც ტუმბოს პარამეტრები და საირიგაციო ტერიტორიის ფართობი, ისე ზედაპირული წყლის ობიექტის ჰიდროლოგიური მახასიათებლები. მდინარის ჰიდროლოგიური მახასიათებლების ანალიზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ დაგეგმილი დროის მონაკვეთში აღებული წყლის რაოდენობა ვერ მოახდენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას მდინარის ხარჯზე/დებიტზე. სკრინინგის ანგარიში შედგენილ იქნა დაგეგმილი საქმიანობისა და ადგილსპეციფიური გარემოებების სათანადო შესწავლის, ასევე პროექტის განხორციელებით მოსალოდნელი ზემოქმედების ანალიზის საფუძველზე - რომელიც მიზნად ისახავ ადმინისტრაციულ უწყებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია და მისცეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საშუალება.

Share page