სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება
სგრეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ უდაბნოსა და სათაფლეს მოსახლეობას შეხვდა.
სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 1 თებერვლიდან დაიწყო და მუნიციპალიტეტის 24 სოფელში, ეტაპობრივად ტარდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივების გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა სოფელში შემდეგი პროექტები განხორციელდეს:
სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
სარწყავი სისტემები;
სანიაღვრე არხები;
ნაპირსამაგრი სამუშაოები;
გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
გარე განათება;
სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
ამბულატორიის შენობები;
სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა;
მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხორციელდება, რომელიც მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასა და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.