6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს, წახალისების მიზნით, დადგენილებით განსაზღვრული ფულადი ჯილდო გადეცათ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან, მაჟორიტარი დეპუტატთან, დავით სონღულაშვილთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე ალექსი გილაშვილთან ერთად ქ. საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე 2022 წელს სხვადასხვა სახეობის სპორტში მოღვაწე წარმატებულ სპორტსმენთა ჯგუფს და მათ მწვრთნელებს შეხვდა, პროფესიული დღე მიულოცა, არსებულ საჭიროებებზე გაესაუბრა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობის სიგელები გადასცა.