Hot line : 599801744

ინფორმაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურის  განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის შესახებ

12 April, 2023

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართვეელოს კანონის 47-ე მუხლის  მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და 48-ე მუხლით გათვალსიწინებული გადაყვანის (ჰორიზონტალური გადაყვანა) მსურველი მოხელეების გამოსავლენად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურის  განყოფილების უფროსი სპეციალისტის (ინფრასტრუქტურის საკითხებში) ვაკანტური თანამდებობის შესახებ.

სტრუქტურული ერთეული: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული - ინფრასტრუქტურის  განყოფილება;

პოზიციის დასახელება: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის საკითხებში

იერარქიული რანგი: III

თანამდებობრვო სარგო: 1452 ლარი;

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. საგარეჯო;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

 

ფუნქციები: 
  • მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის  –  ადგილობრივი  მნიშვნელობის  გზების,  ხიდების,  გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა  და განვითარების  დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია;
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვის და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;
  • მუნიციპალიტეტის  დასახლებათა  ტერიტორიების  კეთილმოწყობის  დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია;
  • წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფა;
  • წინადადებების,    დასკვნებისა   და   რეკომენდაციების    შემუშავება   მუნიციპალიტეტის    დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანის და უტილიზაციის საკითხებზე;
  • სასაფლაოების  მოვლა-პატრონობაზე  რეკომენდაციების წარმოდგენა, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება;
  • წინადადებების,   დასკვნებისა   და   რეკომენდაციების   შემუშავება   მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის შიდა სატრანსპორტო რეგულაციის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე;
  • მოქმედი  კანონმდებლობითა   და  მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი   აქტებით   განსაზღვრული  სხვა ფუნქციების განხორციელება.

მოთხოვნები: 

  • მინიმალური განათლება :  უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება: 1 (ერთი) წელი

დამატებითი მოთხოვნები:

  • არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფრასტრუქტურის სფეროში;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • ანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

დაუშვებელია მოხელის გადაყვანა იმ თანამდებობაზე, რომელიც ფუნქციურად არ შეესაბამება მის კომპეტენციებს. გადაყვანის მსურველი მოხელის ცოდნა და უნარები უნდა შეესაბამებოდეს გადასაყვანი პოზიციისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით და საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისიწნებულ კომპეტენციებს და აუცილებელ ცოდინის დონეს.

განაცხადის წარდგენის ვადა:  განაცხადის გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღე - 2023 წლის 17 აპრილის ჩათვლით.

განცხადებების რეგისტრაცია ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის, მოქალაქეთა მომსახურების და საქმისწარმოების განყოფილების მიერ.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა:

განსაზღვრულ ვადაში განაცხადის დარეგისტრირების შემთხვევაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი  კანდიდატებთან ატარებს გასაუბრებას და მოხელის შეფასების შედეგებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის  ზემოაღნიშნულ პოზიციაზე გადაყვანის შესახებ.

Share page