Hot line : 599801744

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სააღდგომო ამანათი წელს, ჯამში 1200 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.

15 April, 2023

ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ააიპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს, დღის ცენტრის 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, სათემო სახლის ბენეფიციარებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარჩენალდაკარგულ მარტოხელა  მშობლებსა და საერთო საცხოვრისის ბენეფიციარებს  სააღდგომო ნობათები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა - ავთანდილ გულიკაშვილმა პირველ მოადგილესთან და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გადასცა.

„ვულოცავ საგარეჯოს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილი საქმეების კეთების სურვილი და საზეიმო განწყობა ქონოდეს თითოეულ ოჯახს. ჩვენი მთავარი მიზანი მოქალაქეების კეთილდღეობაა, ამიტომ, ვცდილობთ, ოჯახებს მათ საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები შევთავაზოთ. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და ყოველწლიურად ვზრდით დაფინანსებას“, - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სააღდგომო ამანათი წელს, ჯამში 1200 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.

Share page