Hot line : 599801744

პრიორიტეტების საშუალოვადიანი დოკუმენტი 2024-2027

15 August, 2023

შესავალი

მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება  ეფუძნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკას, თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. მუნიციპალიტეტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს  ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, როგორც ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელ ფაქტორს.

ამასთან, აქტიურად გაგრძელდება შესაბამისი მუნიციპალური ინსტიტუტების მუშაობის ხარისხობრივი გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებას.

მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტს საფუძვლად დაედო საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების დოკუმენტი და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული წერილი 2024 საბიუჯეტო წლის ძირითად საბიუჯეტო პარამეტრების შესახებ.

მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პირველად ვარიანტში ასახულია ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესახებ, მუნიციპალიტეტის შემოსავლების და ხარჯების აგრეგირებული მაჩვენებელი 2024-2027 წლებისთვის, 2022 წლის და მიმდინარე 2023წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულებს მონაცემები და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები საშუალოვადიან პერიოდში. დაგეგმილია მუნიციპალიტეტის კომპეტენციის სფეროში/დარგში/მიმართულებაში გენდერული თანასწორობის ასპექტების გათვალისწინება.

იხილეთ თანდართული დოკუმენტი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები.

Share page