სკრინინგის განცხადება
გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით შპს ჯორჯიან როუდ მატერიალსის მიერ წარდგენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. ხაშმის მიმდებარედ სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი სამსხვრევი დანადგარის მოწყობის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.