საწარმოს ექსპლუატაციის სკრინინგის ანგარიშის განცხადება
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით შპს „ავანგარდის“ მიერ წარდგენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი (სამსხვრევ-დამხარისხებელი) საწარმოს ექსპლუატაციის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 22 ივლისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
იხილეთ დანართი: