სპექტაკლი უჯარმაში მცხოვრები ბავშვებისთვის
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის სამუშაო გეგმის მიხედვით ქ. საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრი წარმოდგენით ეწვია სოფ. უჯარმაში მცხოვრებ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს. განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური კვლავ გეგმავს მსგავს ღონისძიებებს მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის.