საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიში.

16 March, 2017

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილეების ირაკლი შიოშვილის, გივი მეტრეველის, საკრებულოს თავმჯდომარის ფრიდონ ბურდულის, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის რომან მუჩიაშვილის და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლების წინაშე 2014-2016 წლებში მუნიციპალიტეტში გაწეული სამუშაოების ანგარიშით წარდგა. „გასულ წლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი თანხები ინფრასტრუქტურის მოწერიგებას მოხმარდა. საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოასფალტდა ისეთი ქუჩები სადაც ასფალტის საფარი არასოდეს არსებობდა.“ - განაცხადა გიორგი გზირიშვილმა. გამგებელმა დეტალურად ისაუბრა 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე და 2017 წელს დაგეგმილ სამუშაოებზე.

Share page