გიორგი გზირიშვილი კინგისის ოლიმპიადაში გამარჯვებულ ბავშვებს შეხვდა

11 May, 2017

 საგარეჯოს მუნციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი და განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჯაბადარი კინგსი საქართველოს სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულ ბავშვებს შეხვდნენ, მიღწეული წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასაცეს. კინგსის ხელმძღვანელობის განცხადებით კახეთის რეგიონი განსაკუთრებულად აქტიური და წარმატებული იყო თავისი მოსწავლეებით. საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან კინგსის სასკოლო ოლიმპიადაში საუკეთესო შედეგი ოთხმა მოსწავლემ ანი სუხიშვილმა, დავით გარსიაშვილმა, ელენე თამაზაშვილმა და გიორგი დიღმელაშვილმა აჩვენეს.

Share page