9 მაისი საგარეჯოში

11 May, 2017

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ დავით ივანიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ფრიდონ ბურდულმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჯაბადარმა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განოფილების უფროსმა სოფო შაქარაშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა ძაგული მათიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავი მიულოცეს და მათთან ერთად ქ. საგარეჯოში სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალური დაფა და სოფელ პატარძეულში ,,გმირთა სავანე“ გვირგვინებით შეამკეს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 ვეტერანს, მათთვის მიძღვნილ სადღესასწაულო სადილზე, მთავრობის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამ დღისთვის 600 ლარი გადაეცა, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლებისაგან 200 ლარი პირად საპენსიო ანგარიშზე ჩაერიცხა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა კიდევ ერთხელ ულოცავს მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და მათ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

Share page