Hot line : 599801744

მასწავლებლის დღე საგარეჯოში

13 October, 2017

1994 წლის 5 ოქტომბრიდან მსოფლიოში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ინიციატივით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დამსახურებულ პედაგოგებს გამგეობისგან საჩუქრად ტკბილეულით სავსე კალათები, ხოლო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარისგან რომან ზუკაკშვილისგან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისგან მანანა ცუცქირიძისგან ყვავილების თაიგული გადაეცათ.

                                                                         

    

Share page