ევროპის სპორტის კვირეული 2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით საგარეჯოში ევროპის სპორტის კვირეული გაიხსნა.
ევროპის სპორტის კვირეული 2019-ის ფარგლებში გაიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში, სადაც მონაწილეობა 40-მდე მოსწავლემ მიიღო. მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში - მკლავჭიდსა და მინი ფეხბურთი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ევროპის სპორტის კვირეული უკვე მეორედ ტარდება.
სპორტულ ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ერთი კვირის მანძილზე, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ქვეყნის 60-მდე მუნიციპალიტეტში სპორტის 30-მდე სახეობა და 100-მდე სპორტული აქტივობა იქნება წარმოდგენილი.
ევროპის სპორტის კვირეული, რომლის დევიზია #BeActive (იყავი აქტიური), 2015 წლიდან ევროკავშირის წევრ და სპეციალურად შერჩეულ რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში ტარდება. წელს ევროპის სპორტის კვირეულს 40-მდე ქვეყანა გამართავს. 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ევროპის მასშტაბით დაგეგმილია 26 000-ზე მეტი ღონისძიების ჩატარება, რომელშიც 9 მილიონზე მეტი ადამიანი ჩაერთვება.