ცხელი ხაზი : 599801744

ევროპის სპორტის კვირეული 2019

30 სექტემბერი, 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით საგარეჯოში ევროპის სპორტის კვირეული გაიხსნა.
ევროპის სპორტის კვირეული 2019-ის ფარგლებში გაიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში, სადაც მონაწილეობა 40-მდე მოსწავლემ მიიღო. მონაწილეებს სიგელები გადაეცათ. 
შეგახსენებთ, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში - მკლავჭიდსა და მინი ფეხბურთი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ევროპის სპორტის კვირეული უკვე მეორედ ტარდება. 
სპორტულ ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ერთი კვირის მანძილზე, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ქვეყნის 60-მდე მუნიციპალიტეტში სპორტის 30-მდე სახეობა და 100-მდე სპორტული აქტივობა იქნება წარმოდგენილი.
ევროპის სპორტის კვირეული, რომლის დევიზია #BeActive (იყავი აქტიური), 2015 წლიდან ევროკავშირის წევრ და სპეციალურად შერჩეულ რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში ტარდება. წელს ევროპის სპორტის კვირეულს 40-მდე ქვეყანა გამართავს. 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ევროპის მასშტაბით დაგეგმილია 26 000-ზე მეტი ღონისძიების ჩატარება, რომელშიც 9 მილიონზე მეტი ადამიანი ჩაერთვება.

გააზიარე