„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
განმარტებითი ბარათი
დადგენილების პროექტზე
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ.
დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
დადგენილების პროექტის მომზადება გამოწვეულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 აპრილის #787 განკარგულებით, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 თებერვლის #301 განკარგულებით და საბიუჯეტო სახსრები ფონდების გარეშე არაფინანსური აქტივების კლებით მიღებული შემოსულობებით.
ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება:
პროექტის მიღებასთან დაკავშირებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობები გაიზრდება 7205048 ლარით, შემოსავლები სახ.ბიუჯეტით შემცირდება 58121 ლარით, გადასახდელები სახ.ბიუჯეტით შემცირდება 58121 ლარით. საბიუჯეტო სახსრები ფონდების გარეშე არაფინანსური აქტივების კლებით შემოსულობები გაიზრდება 7263169 ლარით, გადასახდელები საბიუჯეტო სახსრები ფონდების გარეშე გაიზრდება 7263169 ლარით, ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობა გაიზრდება 7205048 ლარით და შეადგენს 63565956 ლარს.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 აპრილის #787 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის #2475 განკარგულებაში და 2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტისთვის დამატებით გამოყოფილია 9022 ლარი. კერძოდ, ტენდერში ვაჭრობის შედეგად დაკლებული თანხების ხარჯზე დაფინანსდა ორი ახალი ობიექტი 9022 ლარის დამატებით.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 თებერვლის #301 განკარგულებით 2023 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 737507 ლარი შემცირდა ტენდერში ვაჭრობის შედეგად დაკლებული თანხით 67143 ლარით.
კერძოდ:
სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა - სოფელ გომბორში მინი სტადიონის მოწყობა - 6599 ლარით; სოფელ მარიამჯვარში მინი სტადიონის მოწყობა - 31493 ლარით; სოფელ უჯარმაში მინი სტადიონის მოწყობა-29051 ლარი.
საბიუჯეტო სახსრები ფონდების გარეშე არაფინანსური აქტივების კლებიდან მ/წელს დამატებით მიღებულია 7263169 ლარი. (შემოსულობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვიდან, რომელიც განლაგებულია ადგილობრივი თვითმმართველობის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველობებისა) ტერიტორიაზე 7263169,34 ლარი, 26.06.2023წ).
ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დამატებით მიღებული შემოსულობებიდან უნდა დაფინანსდეს:
- ა(ა)იპ სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებას სუბსიდიას დაემატება 500000 ლარი სახელფასო განაკვეთების გაზრდის მიზნით (წერილი 58-522231938 12,07,2023);,
- სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა,რეაბილიტაცია - ორი ახალი საბავშვო ბაღის აღჭურვილობა თავისი ხარჯებით 240000 ლარი (ერთი ბაღის 120000ლარი);
- სპორტული ღონისძიებების ქვეპროგრამას დაემატება - 62500 ლარი (მოხსენებითი ბარათი#08-522319275 11.07.2023წ);
- კულტურული ღონისძიებების ქვეპროგრამას დაემატება - 97269 ლარი(მოხსენებითი ბარათი#08-522319275 11.07.2023წ);
- ახალგაზრდობის მხარდაჭრის ქვეპროგრამას დაემატება - 65000 ლარი (მოხსენებითი ბარათი#08-522319275 11.07.2023წ);
- შპს სუფთა მუნიციპალიტეტი 2018-ის სუბსიდიას დაემატება 500000 ლარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამტანი ექვსი ერთეული მანქანის ფუნქციონირებისთვის მ/წელს (წერილი 43-52223193114 12,07,2023);
- კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში - დაემატება 391997ლარი კომბინირებული სპეცტექნიკის შესაძენად (ბიუჯეტში გათვალისწინებულია 400000 ლარი) (მოხსენებითი ბარათი#03-522317976 28.06.2023წ);
- კულტურის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა - საქონელი და მომსახურების მუხლს დაემატება 30000 ლარი ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის(მოხსენებითი ბარათი#04-522319236 11.07.2023წ).
- ა(ა)იპ რაგბის კლუბი ვეფხვების სუბსიდიას დაემატება -35000 ლარი (წერილი#35-522318798 06.07.2023წ);
- ინფრასტრუქტურის შემდეგ პროგრამებზე 5341403 ლარი (მოხსენებითი ბარათი#03-522319214 11.07.2023წ):
კოდი | ობიექტის დასახელება | ღირებულება |
020102 | 4339490 | |
1 | ქ.საგარეჯოში ჯაფარიძის ქუჩის რეაბილიტაცია თავისი ჩიხებით | 2429723 |
| ქ.საგარეჯოში ნინოშვილის ქუჩის ჩიხის მოასფალტება | 26487 |
| ქ.საგარეჯოში ე.წ."სომხის სასაფლაოს"-თან მისასვლელი გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა | 593813 |
| ს.ბადიაურში შიდა გზის მოასფალტება | 1021634 |
| ს.თოხლიაურში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათან მისასვლელი გზის მოასფალტება | 267833 |
020201 | სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია | 25000 |
| საკანალიზაციო სისტემის გაწმენდის სამუშაოები | 25000 |
0204 | ავარიული შენობების და სახლების რეაბილიტაცია | 434304 |
| ქ.საგარეჯოში ერეკლე მეორის ქუჩა#74 -ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია | 434304 |
020701 | სასაფლაოების მოვლა და შემოღობვა | 114637 |
| ს.პატარძეულში შიოს ეკლესიის შემოღობვა | 114637 |
050103 | სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა | 150000 |
| საგარეჯოს სპორტდარბაზის სახურავის რეაბილიტაცია | 150000 |
050202 | კულტურის ობიექტების აღჭურვა,რეაბილიტაცია, მშენებლობა | 277972 |
| საგარეჯოს კულტურის სახლის შიდა ჭერის მოწყობა და გაგრილების სისტემის დამატება | 277972 |
|
| 5341403 |
გ) პროექტის ავტორი:
პროექტის ავტორია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი - ავთანდილ გულიკაშვილი.
დ) პროექტის წარმდგენი:
პროექტის წარმდგენია წარმდგენია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი თინათინ ძაბილაშვილი.