„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

2 აგვისტო, 2023

განმარტებითი ბარათი

დადგენილების პროექტზე

 ,,საგარეჯოს   მუნიციპალიტეტის   2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ   საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“  

ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ.

დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:

დადგენილების პროექტის მომზადება გამოწვეულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში   საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 აპრილის #787 განკარგულებით, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 თებერვლის #301  განკარგულებით და საბიუჯეტო სახსრები ფონდების გარეშე არაფინანსური აქტივების კლებით მიღებული შემოსულობებით.

ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება:

პროექტის მიღებასთან დაკავშირებით  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის  შემოსულობები გაიზრდება 7205048  ლარით, შემოსავლები სახ.ბიუჯეტით შემცირდება 58121 ლარით, გადასახდელები სახ.ბიუჯეტით შემცირდება 58121  ლარით. საბიუჯეტო სახსრები ფონდების გარეშე არაფინანსური აქტივების კლებით შემოსულობები გაიზრდება 7263169 ლარით, გადასახდელები საბიუჯეტო სახსრები ფონდების გარეშე გაიზრდება  7263169 ლარით, ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობა გაიზრდება 7205048 ლარით და შეადგენს 63565956 ლარს.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 აპრილის #787 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 დეკემბრის   #2475 განკარგულებაში და  2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მუნიციპალიტეტისთვის დამატებით გამოყოფილია 9022 ლარი. კერძოდ, ტენდერში ვაჭრობის შედეგად დაკლებული თანხების ხარჯზე  დაფინანსდა ორი ახალი ობიექტი 9022 ლარის დამატებით.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 თებერვლის #301  განკარგულებით 2023 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 737507    ლარი შემცირდა ტენდერში ვაჭრობის შედეგად დაკლებული  თანხით 67143 ლარით.

კერძოდ:

სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა -  სოფელ გომბორში მინი სტადიონის მოწყობა - 6599 ლარით; სოფელ მარიამჯვარში მინი სტადიონის მოწყობა - 31493 ლარით; სოფელ უჯარმაში მინი სტადიონის მოწყობა-29051 ლარი.

საბიუჯეტო სახსრები ფონდების გარეშე არაფინანსური აქტივების კლებიდან მ/წელს დამატებით მიღებულია 7263169 ლარი. (შემოსულობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწების გაყიდვიდან, რომელიც განლაგებულია ადგილობრივი თვითმმართველობის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ადგილობრივი თვითმმართველობებისა) ტერიტორიაზე  7263169,34 ლარი, 26.06.2023წ).

ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დამატებით მიღებული შემოსულობებიდან უნდა დაფინანსდეს:

  1. ა(ა)იპ სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებას სუბსიდიას დაემატება 500000 ლარი სახელფასო განაკვეთების გაზრდის მიზნით (წერილი 58-522231938 12,07,2023);,
  2. სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა,რეაბილიტაცია -  ორი ახალი საბავშვო ბაღის აღჭურვილობა თავისი ხარჯებით 240000 ლარი (ერთი ბაღის 120000ლარი);
  3. სპორტული ღონისძიებების ქვეპროგრამას დაემატება - 62500 ლარი (მოხსენებითი ბარათი#08-522319275 11.07.2023წ);
  4. კულტურული ღონისძიებების ქვეპროგრამას დაემატება - 97269 ლარი(მოხსენებითი ბარათი#08-522319275 11.07.2023წ);
  5. ახალგაზრდობის მხარდაჭრის ქვეპროგრამას დაემატება - 65000 ლარი (მოხსენებითი ბარათი#08-522319275 11.07.2023წ);
  6. შპს სუფთა მუნიციპალიტეტი 2018-ის სუბსიდიას დაემატება 500000 ლარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამტანი ექვსი ერთეული მანქანის ფუნქციონირებისთვის მ/წელს (წერილი 43-52223193114 12,07,2023);
  7. კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში - დაემატება 391997ლარი კომბინირებული სპეცტექნიკის შესაძენად (ბიუჯეტში გათვალისწინებულია 400000 ლარი) (მოხსენებითი ბარათი#03-522317976 28.06.2023წ);
  8. კულტურის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა - საქონელი და მომსახურების მუხლს დაემატება 30000 ლარი ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის(მოხსენებითი ბარათი#04-522319236 11.07.2023წ).
  9. ა(ა)იპ რაგბის კლუბი ვეფხვების სუბსიდიას დაემატება -35000 ლარი (წერილი#35-522318798 06.07.2023წ);
  10. ინფრასტრუქტურის შემდეგ პროგრამებზე 5341403 ლარი (მოხსენებითი ბარათი#03-522319214 11.07.2023წ):

კოდი

ობიექტის დასახელება

ღირებულება

020102

ახალი გზების მშენებლობა

4339490

1

ქ.საგარეჯოში ჯაფარიძის ქუჩის რეაბილიტაცია თავისი ჩიხებით

2429723

 

ქ.საგარეჯოში ნინოშვილის ქუჩის ჩიხის მოასფალტება

26487

 

ქ.საგარეჯოში ე.წ."სომხის სასაფლაოს"-თან მისასვლელი გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა

593813

 

ს.ბადიაურში შიდა გზის მოასფალტება

1021634

 

ს.თოხლიაურში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათან მისასვლელი გზის მოასფალტება

267833

020201

სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია

25000

 

საკანალიზაციო სისტემის გაწმენდის სამუშაოები

25000

0204

ავარიული შენობების და სახლების რეაბილიტაცია

434304

 

ქ.საგარეჯოში ერეკლე მეორის ქუჩა#74 -ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია

434304

020701

სასაფლაოების მოვლა და შემოღობვა

114637

 

ს.პატარძეულში  შიოს ეკლესიის შემოღობვა

114637

050103

სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა

150000

 

საგარეჯოს სპორტდარბაზის სახურავის რეაბილიტაცია

150000

050202

კულტურის ობიექტების აღჭურვა,რეაბილიტაცია, მშენებლობა

277972

 

საგარეჯოს კულტურის სახლის შიდა ჭერის მოწყობა და გაგრილების სისტემის დამატება

277972

 

 

5341403

 

გ) პროექტის ავტორი:

პროექტის ავტორია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი - ავთანდილ გულიკაშვილი.

 

დ) პროექტის წარმდგენი:

პროექტის წარმდგენია წარმდგენია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის უფროსი თინათინ ძაბილაშვილი.

გააზიარე