აირჩიე მწვანე-ჯანსაღი მომავლისთვის!

7 ივლისი, 2023

 

მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი და ევროპის ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში,

მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის მხარდაჭერით და ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ორგანიზებით, დღეს, ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა,  ველოტური და მცირე მასშტაბიანი ექსკურსია სახელწოდებით - “აირჩიე მწვანე-ჯანსაღი მომავლისთვის“!

ველოტურში მონაწილეობას იღებდნენ საგარეჯოს საჯარო სკოლების მოსწავლეები, მოხალისეები და სპორტის მასწავლებლები. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებსა და მოხალისეებს საშუალება ქონდათ დაათვალიერონ და ადგილზე გაცნობოდნენ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით ქალაქ საგარეჯოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჩირისა და გამომშრალი ბოსტნეულის მწარმოებელი საწარმოს- შპს "ჯეო-ორგანიკი"-ში ტექნოლოგიურ პროცესებს, რომელიც მზის სისტემაზე მომუშავე საშრობი აგრეგატით არის აღჭურვილი.  მონაწილეები  ბრენდირებული მაისურებითა და კეპებით დაასაჩუქრდნენ.

ველოტურის შემდგომ, კულტურის სახლის მცირე დარბაზში ახალგაზრდებისთვის  საგანმანათლებლო-შემეცნებითი პრეზენტაცია მოეწყო - „ მდგრადი ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება“, ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით განსახორციელებელ პროექტების მიმოხილვა, რომელიც ენერგოეფექტურ კონსტრუქციების მოწყობას უკავშირდება.  

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უცხადებს საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და შპს "ჯეო-ორგანიკი"-ს მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის.

გააზიარე