ტრადიციები და დღესასწაულები მუნიციპალიტეტში

საგარეჯო

სახალხო დღესასწაულები

 

აპრილი-მაისი

ბერიკაობა -  სოფ. პატარა  ჩაილურში აღინიშნება გაზაფხულის შემობრძანება, იმართება თეატრალიზებული წარმოდგენა.

 

მაისი

გოგლაობა- სოფ. პატარძეულიში  იმართება გოგლას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო , ადგილობრივი და მოწვეული სტუმრები კითხულობენ გოგლას ლექსებს, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით იმართება კონცერტი.

 

მაისი-ივნისი

 აქ მთელი საქართველოა - სოფ.უდაბნოში იმართება დოღი, კონცერტი, ადგილობრივი და მოწვეული კოლექტივების მონაწილეობით,ასევე ეწყობა კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

 

ივნისი

რეზოობა- სოფ. ხაშმში იმართება რეზო ინანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო,  იმართება თეატრალიზებული წარმოდგენა რეზო ინანიშვილის მოთხრობებიდან. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. 

 

ივლისი

 ვაჟაობა - სოფ.კოჭბაანში იმართება ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

 

 

გააზიარე