ახალი ინიციატივა-წიგნის ბუდეები საგარეჯოში

11 სექტემბერი, 2023

ყველაფერი ერთი მარტივი გადაწყვეტილებით დაიწყო, მაშინ, როდესაც კლასგარეშე ლიტერატურის ხელმისაწვდომობის ინიციატივის შესახებ ერთ-ერთი გეგმური შეხვედრის დროს გაჟღერდა და მივედით იმ დასკვნამდე, რომ სკვერებში, გასართობ სივრცეებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონოდათ სხვადასხვა ჟანრის წიგნების გაცნობის, მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების გაზიარების. აღსანიშნავი ის ფაქტიც, რომ მაგალითად, სოფელ უდაბნოში, ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში სიმბოლურად სვანური კოშკის იმიტაციის წიგნის ბუდეები განთავსებულიყო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით, ადმინისტრაციული ერთეულების თავშეყრის ადგილებში (ქ. საგარეჯო, გიორგიწმინდა, იორმუღანლო, გიორგიწმინდა) ღია ბიბლიოთეკების მოწყობა მიმდინარეობს. ე. წ. წიგნის ბუდეები ამჟამად საზღვრისპირა სოფელ უდაბნოს სკვერში განთავსდა. მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა საკითხავი ლიტერატურა ადგილობრივებს პირადად გადასცა და ინიციატივის მიზნების შესახებ ესაუბრა. „განათლების ხელშეწყობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამას ყველაზე კარგად ის პროექტები ადასტურებს, რასაც ბოლო ორი წლის მანძილზე ვახორციელებთ. ახალგაზრდულ სამსახურთან ერთად სიამოვნებით ვიმოგზაურეთ. საწყის ეტაპზე რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს ვესტუმრეთ. ბავშვებს, ჩვენ მიერ შერჩეული კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა გადავეცით. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, კიდევ უფრო მეტ ბავშვს მიუწვდებოდეს ხელი თანამედროვე ლიტერატურაზე, ზღაპრებსა თუ სახალისო თავგადასავლებზე“.-აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა საუბრისას

 

გააზიარე