ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

16 ივლისი, 2018

 

ქალაქ საგარეჯოში,ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაო დასრულდა.მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსი გილაშვილმა, ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

 

 

გააზიარე