კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - სოფელ პატარძეულში გმირთა სავანის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს!

11 სექტემბერი, 2023

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - სოფელ პატარძეულში გმირთა სავანის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს!

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელს განხორციელდება და მოდერნიზებული, ახალი მოსასვენებელი სივრცე ნებისმიერი ვიზიტორისთვის ერთ-ერთ შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ ადგილად იქცევა.

მუნიციპალიტეტის მერმა, ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელთან, გურამ მარხვაშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შესაბამისი რეკომენდაციები გააცნო და სამუშაოების ხარისხიანად და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებისკენ მოუწოდა.

გააზიარე