მადლობა სამსახურისთვის!

29 აგვისტო, 2023

მადლობა სამსახურისთვის!

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის  მოადგილესთან სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკ -  მამუკა სეფიაშვილთან და  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელთან, ალექსსანდრე ბულკაშვილთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის საგარეჯოს  სახანძრო-სამაშველო სამსახურს ეწვია, შოვის ტრაგედიის  შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ  მაშველებს შეხვდა, მადლობა პირადად გადაუხადა , გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის, სპეციალური ჯილდო და მადლობის სიგელი გადასცა.

საგარეჯოს  სამაშველო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ივანე ქვრივიშვილი, გათვლის უფროსი, ლაშა სტეფანიშვილი, მეხანძრე - მაშველი, ავთანდილ პასიკაშვილი - მეხანძრე-მაშველი, ვანო ყველიაშვილი - მეხანძრე-მაშველი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა და ოთხივე მაშველმა სამაშველო მისია 7 დღის განმავლობაში შეასრულა.

გააზიარე