მუნიციპალური თამაში, „რა? სად? როდის?“ სკოლებს შორის ინტელექტ-კლუბის ფინალური ტური გაიმართა

19 ნოემბერი, 2023

მუნიციპალური თამაში, „რა? სად? როდის?“ სკოლებს შორის ინტელექტ-კლუბის ფინალური ტური გაიმართა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი - ავთანდილ გულიკაშვილი, პირველ მოადგილესთან, ემზარ კუჭუაშვილთან, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღვანელთან, არჩილ ჯაბადართან და რესურსცენტრის ხელმძღვანელ, ლელა ფანოზიშვილთან ერთად, კულტურის სახლის მცირე დარბაზში დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო და მონაწილეებს წარმატება უსურვა. ფინალში  6 საჯარო სკოლის გუნდი ასპარეზობდა: საგარეჯოს N1, საგარეჯოს N2, საგარეჯოს N3, კაკაბეთის, პატარძეულისა და ხაშმის მოსწავლეთა ექვსეულები. V სერიის გამარჯვებული  N3 საჯარო სკოლის გუნდი - "ჰერა" გახდა და  V სერიის მოაზროვნედ ლუკა კავთუაშვილი დასახელდა.

ფინალისტი გუნდები თანაბარ პირობებში ასპარეზობდნენ. ფინალში გამარჯვებული გუნდი, პრიზიორი გუნდები და საუკეთესო მოაზროვნე საპატიო ჯილდოთი, სხვადასხვა პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

გააზიარე