საჯარო განხილვა

15 ნოემბერი, 2023

სგშ ანგარიშის საჯარო განხილვა - საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგეტიკა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაგეგმილი

საქმიანობის განხორციელების ადგილი: საქართველო (მთელი ქვეყნის მასშტაბით)

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაგეგმილი საქმიანობის სგშ ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:  2023 წლის 11 დეკემბერი, 11:00 საათი, ქ. თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის შენობა, III სართული, ოთახი N301 (მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N1) (ჰიბრიდული ფორმატი https://deloitte.zoom.us/j/91920356434?pwd=QzFiNlE0RnJ3Y1dyVWJkL1M2blJQZz09#success)

 2023 წლის 15 დეკემბერი, 16:00 საათი, ონლაინ ფორმატში - https://deloitte.zoom.us/j/92234395643?pwd=WjJQTis1UDdwcFB0NU85djVtaFJCUT09#success „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. წარმოდგენილ სგშ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირიN150, ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://ei.gov.ge/ka/info/ce31e2ef-816e-44dc-9171-dd06a8f52db4

გააზიარე