სოციალური თანადგომის აქცია საგარეჯოში

15 April, 2020

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ერბოწონაშვილმა , საგარეჯოს და იორმუღალნოს ქალთა ოთახის მენეჯერებთან - თამარ ურდულაშვილთან და მაკა ეპიტაშვილთან ერთად მარტოხელა ხანდაზმულებს და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ოჯახებს სასურსათე ამანათები გადასცა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა. სასურსათო კალათების გაცემა გარკვეულ სამიზნე ჯგუფებზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება.
#დარჩისახლში
#ჩვენმოვალთშენთან
#მერიაზრუნავსთქვენზე
#აჩუქესითბო

გააზიარე