2023 წლის ორი კვარტ. ანგარიში

2 აგვისტო, 2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ორი კვარტლის მიმოხილვა

 

ინფორმაცია მოზადებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თავი XIV. მუხლი 85.-ს შესაბამისად.

       საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის 1 ივლისის მდგომარეობით დაზუსტებული ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილების გეგმა, აგრეთვე გადასახდელების გეგმა  განისაზღვრა 56369,930  ლარით ანუ დამტკიცებულ 26827,900 ლართან შედარებით 29542,030 ლარით (110 %) გაიზარდა.

    ბიუჯეტში  განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან დაემატა 7396,703 ლარი, მ.შ.: საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წლის 29 დეკემბრის  N2475 განკარგულებით სულ 5473,633 ლარი, კერძოდ დაფინანსდა შემდეგი ქვეპროგრამები: ახალი გზების მშენებლობის  2634,220 ლარით, ავარიული შენობების და სახლების რეაბილიტაცია 2516,912 ლარით, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება   322,501 ლარით; სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2022 წლის 29 დეკემბრის №2476 განკარგულებით  668,000 ლარი;  23 იანვრის №147 განკარგულებით მიზნობრივი ტრანსფერი 517,563 ლარი მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის; 9 თებერვლის #301  განკარგულებით მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან სულ 737,507  ლარი, მ.შ. დაფინანსდა  წყლის სისტემების რეაბილიტაცია 251,153 ლარით, სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა  486,354 ლარით; საქართველოს მთავრობის 2023 წლის 17 მარტის #545 განკარგულებით „საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, 2022 წელს განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებიდან გამომდინარე, ზოგიერთი მუნიციპალიტეტისთვის კაპიტალური გრანტის გამოყოფის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტს გამოეყო 570 000 ლარი.   წინა წლის ნაშთიდან  განაწილდა სულ 21575,327 ლარი, მ.შ. სახელმწიფო ფონდებიდან 2629,435 ლარი, საბიუჯეტო სახსრები ფონდების გარეშე 18945,892 ლარი.   ნაშთი წლის დასაწყისისთვის შეადგენდა 21577,540 ლარს, მ.წ. 1 ივლისის მდგომარეობით   24803,049   ლარს.

2023 წლის ბიუჯეტის ორი კვარტლის საშემოსავლო ნაწილი შესრულდა 130 %–ით (გეგმა  19013,114 ლარი, ფაქტი 24729,824 ლარი).

 

       საგასავლო ნაწილი შესრულდა 72 %–ით (გეგმა 29848,313  ლარი, ფაქტი 21504,316 ლარი); მათ შორის, დაფინანსების მიხედვით:

დაფინანსების დასახელება

წლიური გეგმა

ორი კვარტლის გეგმა

ორი კვარტლის შესრულება

წლიური გეგმის შესრულების %

ორი კვარტლის გეგმის შესრულების %

 

56369.930

29848.313

21504.316

38

72

საბიუჯეტო სახსრები ფონდების გარეშე შესრულდა

45938.792

22535.752

18091.252

39

80

სხვა დონის ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანსფერი

405.000

220.200

172.192

43

78

სხვა დონის ერთეულის ფონდიდან გამოყოფილი ტრანსფერი

10026.138

7092.361

3240.872

32

46

 

საბიუჯეტო კლასიფიკაციის დასახელება

წლიური გეგმა

ორი კვარტლის გეგმა

ორი კვარტლის შესრულება

წლიური გეგმის შესრულების %

ორი კვარტლის გეგმის შესრულების %

 

56369.930

29848.313

21504.316

38

72

შრომის ანაზღაურება

4032.853

2013.094

1931.222

48

96

საქონელი და მომსახურება

6658.701

3977.200

3565.849

54

90

პროცენტი

33.800

16.900

10.840

32

64

სუბსიდიები

10008.794

5772.342

5086.908

51

88

გრანტები

232.983

232.983

232.983

100

100

სოციალური უზრუნველყოფა

1458.249

750.048

682.041

47

91

სხვა ხარჯები

4824.649

2636.316

2003.849

42

76

არაფინანსური აქტივების ზრდა

29065.901

14422.431

7963.988

27

55

ვალდებულებების კლება

54.000

27.000

26.635

49

99

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების შესრულება ასეთია: მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯებმა შეადგინა სულ 2943,445 ლარი,  გეგმის 3587,054 ლარის   82 %; მ.შ. საკრებულოს  665,636 ლარი გეგმის 705,345 ლარის 94 %; მერიის 2136,151 ლარი გეგმის 2614,606 ლარის 82 %; სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის 104,183    ლარი გეგმის  120,600 ლარის  86 %; მგფ-ს სა სხვა დავალიანებების დაფარვა 37,475 ლარი გეგმის 43,900 ლარის 85 %;

ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯებმა შეადგინა სულ 9823,266 ლარი გეგმის 14805,957 ლარის 66 %, მათ შორის:

1) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება   4160,658 ლარი გეგმის 7678,517 ლარის  54 %, აქედან გზების მიმდინარე შეკეთება  1518,355 ლარი გეგმის 1535,374 ლარის 99 %; შ.პ.ს. „საგარეჯო“ 209,105 ლარი გეგმის  235,355 ლარის 89  %; ახალი გზების მშენებლობა 2430,456  ლარი გეგმის 5843,287  ლარის  42 %;   საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება 2,741 ლარი გეგმის 64,500 ლარის 4 %;                                                        

2) წყლის სისტემების განვითარება  1683,156 ლარი გეგმის  2087,143  ლარის  81 %; აქედან სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია 1368,031 ლარი გეგმის 1700,443  ლარის  80 %; სასმელი წყლის სისტემის ექსპლოატაცია - ა(ა)იპ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეგულირებისა და ლაბორატორიული კვლევის ცენტრი“ 315,125 ლარი გეგმის 386,700 ლარის 81 %;                                                                                                                                                  

3) გარე განათება  894,612 ლარი გეგმის 982,491 ლარის 91 %, მათ შორის: გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია 820,636 ლარი გეგმის 852,847 ლარის 96 %,  გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა 73,975 ლარი გეგმის 129,844 ლარის 57 %;                                                                

4)ავარიული შენობების და სახლების რეაბილიტაცია 1878,913 ლარი გეგმის 2360,877 ლარის 80 %;

5)კეთილმოწყობა 553,195 ლარი გეგმის 692,677 ლარის 80 %, ეს არის საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციის ხარჯი;

6) სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 294,644 ლარი გეგმის 302,912 ლარის 97 %;

7) სარიტუალო ღონისძიებები 67,074 ლარი გეგმის 70,010 ლარის 96 %, ეს არის სასაფლაოების მოვლა და შემოღობვის ხარჯი;

8) სოფლის მხარდაჭერის პროგრამა  291,014 ლარი გეგმის 631,331 ლარის 48 %;

დასუფთავება და გარემოს დაცვის ხარჯებმა შეადგინა  1780,367 ლარი გეგმის 2508,024 ლარის 71 %; მათ შორის:

1)დასუფთავება და ნარჩენების გატანა 582,429 ლარი გეგმის 679,483 ლარის 86 %;                                                                                                                

 2) შ.პ.ს. ”სუფთა მუნიციპალიტეტი 2018”  852,487 ლარი გეგმის 953,240 ლარის 89 %;

3) მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება 345,451 ლარი გეგმის 875,301 ლარის 39 %;

განათლების ხარჯები დაფინანსებულია 3086,809 ლარით გეგმის 3987,450 ლარის, 77 %–ით; მათ შორის: 1) სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება-ა(ა)იპ „საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა  გაერთიანება“  1980,414 ლარით გეგმის 2254,824 ლარის  88 %;

2) სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა 659,885 ლარით გეგმის                                                                                                                                                               1083,221 ლარის 61 %;

3) ა(ა)იპ „საგარეჯოს სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების“ ხარჯებმა შეადგინა 82,457 ლარი გეგმის 100,200 ლარის 82 %;

4) სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა განათლების სფეროში 41,348 ლარი გეგმის 60,000 ლარის 69 %;

5) საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა 322,704 ლარი გეგმის 489,205 ლარის 66 %;

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი  დაფინასებულია 2704,117 ლარით გეგმის 3549,015 ლარის 76 %, აქედან,

1) სპორტის განვითარების ხელშეწყობა დაფინანსდა 1616,231 ლარით გეგმის 2226,481 ლარის 73 %, მათ შორის: ა(ა)იპ ”საგარეჯოს №105 კომპლექსური სასპორტო სკოლა“ 24,650 ლარით გეგმის 36,400 ლარის 68 %; ა(ა)იპ ’საგარეჯოს სპორტული გაერთიანება“  390,656 ლარით გეგმის 446,900 ლარის 87 %; ა(ა)იპ რაგბის კლუბი“ვეფხვები“  317,506 ლარით გეგმის  330,500  ლარის 96 %; შ.პ.ს. საფეხბურთო კლუბი საგარეჯოს გარეჯი“   150,246 ლარით გეგმის 200,000 ლარის 75 %;  სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა 102,002 ლარი გეგმის  103,332 ლარი 99  %; სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა 631,171 ლარი გეგმის 1109,349 ლარის 57 %;                                                                                                

2)კულტურის სფეროს განვითარება დაფინანსდა 1017,450 ლარით გეგმის 1235,562 ლარის 82 %-ით, მათ შორის:  ა(ა)იპ „საგარეჯოს ჯემალ ბურჯანაძის სახელობის სამუსიკო სკოლა“ 121,596 ლარი გეგმის 138,900 ლარის 88 %; ა(ა)იპ კულტურის ობიექტების გაერთიანება 456,728 ლარი გეგმის 539,250 ლარის 85 %; კულტურის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა 253,372 ლარი გეგმის 359,084 ლარის 71 %; კულტურული ღონისძიებები 185,754 ლარი გეგმის 198,328 ლარის 94 %;

3)ახალგაზრდობის მხარდაჭერა 48,641 ლარი გეგმის 64,672 ლარის 75 %;                                                                                                          

4) საგამომცემლო საქმიანობა 21,795 ლარი  გეგმის 22,300 ლარის  98 %.

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა დაფინანსდა 1166,313 ლარი გეგმის 1410,812 ლარის 83 %, აქედან, ჯანმრთელობის დაცვა დაფინანსდა 274,377 ლარით გეგმის 412,873 ლარის 66 %; მათ შორის:                                                                                                                               

1) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა დაფინანსდა 71,433 ლარით გეგმის  105,450 ლარის 68 %; 2) სოფლის ამბულატორიების ხელშეწყობა და ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია დაფინანსდა 202,944 ლარით გეგმის 307,422 ლარის 66 %; 

სოციალური დაცვა დაფინანსდა 891,936 ლარით გეგმის 997,939 ლარის 89 %, მათ შორის: 1)პირველ და მეორე  ახალდაბადებული ბავშვიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა   3,200 ლარით გეგმის 5,500 ლარის 58 %, დახმარება გაეწია 8 ოჯახს;  

2) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა 54,900 ლარით გეგმის 100 %, დახმარება გაეწია 126 ოჯახს; 

3) ბავშვთა კვების პროგრამა 5,217 ლარით გეგმის 10,000 ლარის  52 %, დახმარება გაეწია 15 ბავშვს;

4) უდედმამო ბავშვების დახმარების პროგრამა 8,100 ლარით გეგმის 10,000 ლარის 81 %, დახმარება გაეწია  24 ბავშვს;

 5) შშმ 18 წლამდე ბავშვთა  დახმარების პროგრამა 21,750 ლარით გეგმის 24,900 ლარის 87 %, დახმარება გაეწია 90 ბავშვს;

6) შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა 28,305 ლარით გეგმის 33,700 ლარის 84 %,  ფულადი დახმარება გაეწია 32 უსინათლო პირს, დაფინანსდა 1 ბენეფიციარის სარეაბილიტაციო კურსი,  შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის  და ბენეფიციართა ტრანსპორტით მომსახურების ხარჯები;

7) მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარების პროგრამა 2,700 ლარი გეგმის 6,000 ლარის 45 % (9 ბენეფიციარი);

8) რეინტეგრირებული ოჯახების ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების პროგრამა 390 ლარი გეგმის 1,000 ლარის 39 %, (2 ბენეფიციარი);

9) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების  პროგრამა 227,705 ლარი გეგმის 231,553 ლარის 98 %( 396 ბენეფიციარი);

10) მედიკამენტების შეძენაზე დახმარების  პროგრამა 112,618 ლარი გეგმის 118,100 ლარის 95 % (373 ბენეფიციარი);

11) ონკოლოგიურ პაციენტთა დახმარების პროგრამა 74,499 ლარი გეგმის 85,000 ლარის 88 % (134 ბენეფიციარი);

12) ბიკარბონატული ჰემოდიალიზი-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების დაფინანსების პროგრამა 32,630 ლარი გეგმის 100 %( 42 ბენეფიაციარი);

13) ელექტრო ენერგიის და გაზის გადასახადის დაფინანსების პროგრამა 20,480 ლარი გეგმის 28,000 ლარის 73 %( 379 ბენეფიაციარი);

14) მოწყვლადი ჯგუფების  გათბობის ხარჯით  დახმარების  პროგრამა 8,650 ლარი გეგმის 10,280 ლარის 84 % (87 ბენეფიციარი);

15) სოციალურად დაუცველი მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვების გაცემა დღესასწაულებზე 61,159 ლარი გეგმის 78,036 ლარის 78 %, ეს არის სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების შეძენის ხარჯი,  გადაეცათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის სოციალურად დაუცველ 250 მოქალაქეს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით  1200 ბენეფიციარს;

16) მოსახლეობის ტრანსპორტირების პროგრამა 11,500 ლარი გეგმის 12,540 ლარის 92 %;

17) ხანდაზმულ (95 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა 3,800 ლარი გეგმის 4,000 ლარის 95 % (13 ბენეფიციარი);

18) უპატრონო და სოც დაუცველი მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურეობის  პროგრამა 34,500 ლარი გეგმის 100 % (33 ბენეფიციარი);

19) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ ფართებში მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა 600 ლარი გეგმის 5,000 ლარის 12 %, გაიწმინდა ქ.საგარეჯოში კახეთის გზატკეცილი №19-ზე მდებარე საერთო საცხოვრებელი კორპუსის ეზოში არსებული სამი საკანალიზაციო ჭა;

20) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა 10,211 ლარი გეგმის 12,800 ლარის 80 % (19 ოჯახი);

21) უმწეოთათვის  უფასო სასადილოს დაფინანსება 148,519 ლარი გეგმის 172,300 ლარის 86 % (220 ბენეფიციარი);

22) ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა 2,500 ლარი გეგმის 5,000 ლარის 50 %, დახმარება გაეწია სამშობლოს დაცვისათვის ომში მონაწილე 4 ვეტერანს, აგრეთვე ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის 1 ვეტერანს;

23) წითელი ჯვრის დაფინანსების პროგრამა 10,104 ლარი გეგმის 10,700 ლარის 94 %;

24) სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსება 7,000 ლარი გეგმის 10,500 ლარის 67 % (7 ბენეფიციარი);

 25) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა 900 ლარი გეგმის 100 %.

მიმდინარე წლის ორი კვარტლის ბიუჯეტით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 128,398 ლარი, მ.შ.: მ.წ. 20 იანვარს ქ. საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის ღამეს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაცვლილი პირების ოჯახების დასახმარებლად 20,000 ათასი ლარი, აგრეთვე რთულ ვითარებაში გამოჩენილი  მამაცობისთვის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ბრიგადების  თანამშრომელების დასაჯილდოვებლად 4,500 ლარი, სოფელ გომბორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი  მოქალაქისთვის საცხოვრებელი კონტეინერის შესაძენად 17,452 ლარი, სოფელ უჯარმაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის  სახლის სახურავის შესაკეთებლად 20,677 ლარი, ხანძრის შედეგად დაზარალებული  სოფელ მზისგულში მცხოვრები მოქალაქის საცხოვრებელი სახლის იატაკის მასალის შესაძენად 23.979 ლარი, სოფელ თოხლიაურში მცხოვრები  მოქალაქე ზაქარია გორგიაშვილის სახლის აღდგენის მიზნით 34.457 ლარი, სოფელ კაკაბეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის სახურავის აღდგენისათვის 7,333 ლარი

ბიუჯეტის არასაკუთარი შემოსავლების დაზუსტებულმა გეგმამ  შეადგინა 784,841 ლარი, შესრულდა 86 %-ით ანუ 671,602 ლარით, მ: შ:

 

დასახელება

საკუთარი სახსრების ორი კვარტლის გეგმა

საკუთარი სახსრების ორი კვარტლის შესრულება

შესრულების %

ა.ი.პ.  საგარეჯოს N105 კომპლექსური სასპორტო სკოლა

23.900

5.159

22

ა.ი.პ. საგრეჯოს სპორტული  გაერთიანება

24.014

9.003

37

ა.ი.პ საგარეჯოს ჯ.ბურჯანაძის სახ.სამუსიკო სკოლა

10.825

10.274

95

ა.ი.პ კულტურის ობიექტების გაერთიანება

19.559

2.627

13

ა.ი.პ.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

7.453

4.757

64

ა.ი.პ. რაგბის კლუბი ვეფხვები

139.064

96.669

70

შ.პ.ს.საფეხბურთო კლუბი საგარეჯოს გარეჯი

534.041

529.141

99

შ.პ.ს.საგარეჯო

20.000

10.011

50

შ.პ.ს.საინფორმაციო გაზეთი გარეჯის მაცნე

5.985

3.960

66

სულ

784.841

671.602

86

 

გ) პროექტის ავტორი:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი    ავთანდილ გულიკაშვილი

 

დ) პროექტის წარმდგენი:                                                                                                                                       

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი                    მარინე თედიაშვილი.

გააზიარე