ცხელი ხაზი : 599801744

ტრადიციები და დღესასწაულები მუნიციპალიტეტში

            გარეჯობა - მაისი

        XX საუკუნის 70-80-იან წლებში საგარეჯოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა სახალხო დღესასწაული „გარეჯობა“,რომელიც  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს მდებარე, ჩიჩხატურის კოშკთან ყოველწლიურად იმართებოდა.   1988 წლის შემდეგ დღესასწაული მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს აღინიშნა. 21 წლის შემდეგ  2018 წლის მაისში დღესასწაული აღდგა სწორედ იმავე ადგილზე და იმ ფორმატით, როგორც ის პირველად, 1976 წლის 16 მაისს გაიმართა.

 

გოგლაობა - მაისი

       გოგლაობა- სოფ. პატარძეულიში  იმართება გოგლას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო , ადგილობრივი და მოწვეული სტუმრები კითხულობენ გოგლას ლექსებს, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით იმართება კონცერტი.

  

 

„ბერიკაობა“ – ( გაზაფხული ) ყველიერის წინა კვირა

      საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჩაილურში ტრადიციული ძველი ქართული დღესასწაული „ბერიკაობა” აღინიშნება.   წარმართული დროის რიტუალში მამაკაცები მონაწილეობენ, რომლებიც შემოსილები არიან ცხვრის ტყავით, სხვადასხვა ცხოველის ნიღბებითა და ფერადი ქსოვილის ნაჭრებით გაწყობილი სამოსით. ისინი შოლტით ტკაცუნითა და ყიჟინით დადიან სოფელში. მოსახლეობა ამ დღისთვის სპეციალურად ემზადება, ოჯახები ბერიკებს ძღვენით ხვდებიან.     ბერიკაობა დიდ ჩაილურში ყოველ წლის გაზაფხულზე, დიდმარხვის დასაწყისში იმართება და ნაყოფიერებისა და ბუნების გამოცოცხლების დღესასწაულს ეძახიან.

  

რეზოობა - ივნისი

        რეზოობა- სოფ. ხაშმში იმართება რეზო ინანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო,  იმართება თეატრალიზებული წარმოდგენა რეზო ინანიშვილის მოთხრობებიდან. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები.

 

ვაჟაობა - ივლისი

      ვაჟაობა - სოფ.კოჭბაანში იმართება ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

გააზიარე