ისტორია
საუკუნეების მანძილზე მე–6 საუკუნის პირველი ნახევრიდან გარე კახეთის ზოგიერთ სოფელთან ერთად თვალი წარმოადგენდა გარე კახეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილი უდიდესი სამონასტრო ცენტრის, გარეჯის ფეოდალურ სა– გარეჯ–ო მამულების მესაკუთრეს და ამიტომ დროთა მანძილზე გარე კახეთის მეორე სახელწოდება საგარეჯ–ო ანუ გარეჯის ქვეყანაც ერქვა.
მე–15 საუკუნის დოკუმენტებში ტერმინი –ტოპონიმი საგარეჯო უკვე აღიარებული სახელწოდებაა და დოკუმენტებში ჯერ თვალ–საგარეჯოდ იხსენიებოდა, ხოლო მე–19 საუკუნის დასაწყისში თვალი სულ ჩამოსცილდა და დარჩა საგარეჯო.
საგარეჯოს სამოურაომ უდიდეს აღმავლობას მიაღწია მე–17 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როცა დაიწყო შაჰ აბასის მიერ განადგურებული და იავარქმნილი გარე–კახეთის მეორედ დასახლება. თვითონ სოფელი თვალი (საგარეჯო) ისე იყო განადგურებული, რომ აქა–იქ თუ შეხვდებოდით ტყე–ბუჩქნარით დაფარულ ნასოფლარში სასწაულით გადარჩენილ ქართველს.
ონოფორე მაჭუტაძე დადიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, სადაც მოსახლეობა შედარებით მჭიდროთ იყო დასახლებული, ხალხს მოუწოდებდა ჩამოსახლებულიყვნენ შაჰ-აბასის მიერ იავარქმნილ გაპარტახებულ კახეთში, პირველად ხალხი შიშით ერიდებოდა კახეთში ჩამოსახლებას, მაგრამ შემდეგშიმე–17 საუკუნის ბოლოს და მე–18 საუკუნის დასაწყისში ხალხმა მასობრივად იწყო ჩამოსახლება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
პირველები ვინც სოფელ თვალზე მოისურვეს დასახლება იყვნენ მთიანეთიდან, ქურუხის ხეობიდან ჩამოსახლებული ქურხულები, მათ მოყვნენ ასევე ჭიათურის ხეობიდან ჩამოსახლებული ჭიაურელები, ირანიდან გადმოსახლებული ჯაბადრები და სხვები.
ონოფრე მაჭუტაძემ, თვალზე და ნინოწმინდაში აღადგინა პირველ რიგში თავდაცვითი ნაგებობები, საგარეჯოს ციხე. ასევე შეაკეთა დანგრეული ციხეები მანავსა და ხაშმზე.
ონოფორე მაჭუტაძის სახელთანაა დაკავშირებული სოფელ თვალზე გაღმაუბანში წმ. შიოს ყვავიანის ღვთისმშობლის ეკლესიების აღდგენა და ახალი, კეთილმოწყობილი ტაძრის აგება გაღმათვალზე ნადარბაზევის გორაზე. მონასტრების მოძღვარმა მოძებნა და თვალზე ახალი ეკლესიის ასაშენებლად მოიწვია ბეძენი ხურორთმოძღვრები და 1710–1712 წლებში ააშენა უმშვენიერესი არქიტექტურული ძეგლი პეტრე – პავლეს ეკლესია. იმ დროს აშენდა მთიულეთიდან ახლად ჩამოსულთა ხარჯითა და შრომით მონაწილეობით ლაშარის ჯვრის ეკლესია . ონოფრე მაჭუტაძის ხემძღვანელობით აღდგენილი იქნა სოფელ თვალზე ნათლისმცემლის, წმ. დოდოს და ზემოუბანში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია.
პეტრე–პავლის ტაძრის მახლობლად ააშენა ღვინის მარანი და სასტუმრო ბერებისთვის.
ონოფრე მაჭუტაძე ითვლება საგარეჯოს ხელახლა აღმაშენებლად. მან დიდხანს იცოცხლა და გარდაიცვალა 1736 წელს. დაკრძალულია ს. თვალზე( საგარეჯოში)თავისივე მიერ აშენებული პეტრე– პავლეს ეკლესიის მოშორებით 5–6 მეტრზე.
გარე– კახეთს სწორედ ონოფრე მაჭუტაძის ღვაწლით მეორე სახელად საგარეჯო ეწოდა, ხოლო გარე–კახეთის ყველაზე დიდ სოფელს თვალს– საგარეჯო. ეს სახელი შერჩა, როგორც მთელ მხარეს, ისე ამ მხარის თავსოფელს თვალს. ახლა საგარეჯოს ძველი სახელწოდებიდან შემორჩა საგარეჯოზე ჩამომდინარე მდინარეს– თვალთხევი. ასევე ერთ–ერთი უძველეს სალოცავს თვალ–წმინდა გიორგის ეკლესია