ქალაქ საგარეჯოში სამი საცხოვრებელი შენობის სახურავის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა
ქალაქ საგარეჯოში, აღმაშენებლის ქუჩაზე N10, 12 და 14-ში მდებარე საცხოვრებელი შენობების სახურავების კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში:
✅ ძველი დაზიანებული თუნუქის ქანობიანი სახურავი მთლიანად შეიცვალა ახლით.
✅ შეცივალა დაზიანებული ხის კონსტრუქცია
✅ გამოიცვალა დაზიანებული საწვიმარი ძაბრები და მილები
✅ შეილესა და შეიღება სავენტილაციო არხის კედლებზე დაზიანებული ადგილები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 34 880 ლარს შეადგენს.