მზისგულისა და ჯიმითის მოსახლეობის საყურადღებოდ
დღეს მზისგულისა და ჯიმითის საპილოტო არეალებზე გამოცხადდა ახალი ბლოკები. Gmail-ის ლინკით გაწვდით გადაწყვეტილებას და რუკებს:
იხილეთ ლინკი:
https://drive.google.com/drive/folders/17sNWa6fncbe_4nYnosmg2rv-f8DH4SrW
სოფელ მზისგულის N 8, 20, 22, 24, 25, 30, 37, 39, 60, 61 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები
2017 წლის 7 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გიწვევთ სოფელ მზისგულის N 8, 20, 22, 24, 25, 30, 37, 39, 60, 61 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად.
იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 17 დეკემბრის 18:00 ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე:
- სოფელი კაჭრეთი, საზოგადოებრივი ცენტრი
- სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციული შენობა
- იუსტიციის სახლის გურჯაანის ფილიალი: ქ. გურჯაანი თამარ მეფის ქ. №14
- საჯარო რეესტრის საგარეჯოს ფილიალი: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №2
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405