მზისგულის მოსახლეობის საყურადღებოდ
დღეს მზისგულის საპილოტო არეალზე გამოცხადდა ახალი ბლოკები. იხილეთ ლინკი
https://drive.google.com/drive/folders/1dbVI0QIll6tcCQmhBncsMhyuQPZ-uq5G
სოფელ მზისგულის # 34 და 45 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები
2017 წლის 28 დეკემბრიდან 2018 წლის 6 იანვრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გიწვევთ სოფელ მზისგულის # 34 და 45 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად.
იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 2018 წლის 6 იანვრის 18:00 ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე:
- სოფელი კაჭრეთი, საზოგადოებრივი ცენტრი
- სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციული შენობა
- იუსტიციის სახლის გურჯაანის ფილიალი: ქ. გურჯაანი თამარ მეფის ქ. №14
- საჯარო რეესტრის საგარეჯოს ფილიალი: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №2
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405