ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო

2 მარტი, 2018

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მაშტაბური დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში დასუფთავდა გომბორისა და უჯარმის თემის ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორია. 
დასუფთავების აქციაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, მერის მოადგილეები ალექსი გილაშვილი და პაატა ასრათაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.გიორგი ერბოწონაშვილის განცხადებით დასუფთავების აქციები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კიდევ გაიმართება.  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ ნუ დავაბინძურებთ გარემოს! თითოეულმა მოქალაქემ გავაცნობიეროთ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და ერთად ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე, ჩვენს ქვეყანაზე.

 

გააზიარე