ალექსი გილაშვილმა ანა დიღმელაშვილს 100 წლის იუბილე მიულოცა
2018 წლის 20 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრებ პედაგოგს, ანა დიღმელაშვილს 100 წელი შეუსრულდა. ქალბატონი ანა 50 წელზე მეტხანს მუშაობდა გიორგიწმინდის საშუალო სკოლაში - დაწყებითი კლასების პედაგოგად. მან ღირსეული წვლილი შეიტანა არაერთი თაობის აღზრდაში. ამავე დროს, იგი მე-4 თაობის შთამომავლობას მოესწრო - ჰყავს 3, 7 და 10 წლის შვილიშვილის შვილიშვილები.
აღსანიშნავია, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია დიდი პატივისცემით არის განმსჭვალული ღვაწლმოსილი თანამოქალაქეების მიმართ და აფასებს მათ დამსახურებას სამშობლოს მიმართ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივით, დღეს მერის პირველი მოადგილე ალექსი გილაშვილი, სოფელ გიორგიწმინდაში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიაბერაშვილი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის თანამშრომელი ქეთევან ბედიაშვილი ანა დიღმელაშვილს სახლში პირადად ესტუმრნენ; საჩუქრად ყვავილების თაიგული, ტკბილეული და საიუბილეო ტორტი გადასცეს. მადლობა გადაუხადეს მრავალი წლის განმავლობაში გაწეული შრომის, თავისი საქმის ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. საუკუნეს მიტანებულ პედაგოგს დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვეს.