ცხელი ხაზი : 599801744

14 აპრილი-დედაენის დღე (ღია წერილი)

15 April, 2019

14 აპრილი - დედაენის დღეა!

მინდა გამორჩეული ვიყო და პირადად მივულოცო ეს დღე საგარეჯოს მოსახლეობას და სრულიად საქართველოს! მოგეხსენებათ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შვიდი ეთნიკური სოფელია, სადაც ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს. ჩვენ ერთი სამშობლო, ერთი მიწა-წყალი და ერთი სახელმწიფო ენა გვაერთიანებს! 
დღეს, აზერბაიჯანული სოფლების სკოლებში ქართულ ენაზე მიმდინარეობს სწავლება და მიხარია, რომ აზერბაიჯანელი ახალგაზრდობა უკვე კარგად ფლობს სახელმწიფო ენას, რომელიც სისხლის ღვრის, დიდი ტკივილის ფასად შევინარჩუნეთ ჩვენ- ქართველებმა.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა აზერბაიჯანელს, რომ გამოხატეს პატივისცემა ჩვენი სახალმწიფო ენის მიმართ! 
"საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული ენა“ - ვკითხულობთ საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს პირველი კონსტიტუციის პირველი თავის მესამე მუხლში. 
მე ვისურვებდი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტი, რომ ჩვენი ენა-ქართული ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ჟღერდეს მრავალჟამიერ, აწ და მარადის!
გილოცავთ დედაენის დღეს!

თქვენი გიორგი ერბოწონაშვილი

გააზიარე