ცხელი ხაზი : 599801744

"რეზოობა" - 16 ივნისს, სოფელ ხაშმში, რევაზ ინანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

17 ივნისი, 2019

რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელ-ხაშმში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი , ტრადიციული დღესასწაული-"#რეზოობა" აღინიშნა.
სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის აღსრულების შემდგომ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები-ალექსი გილაშვილი და შოთა კაკაბაძე, მწერალთა კავშირის წევრებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვა სტუმრებთან ერთად სოფელ ხაშმის-რევაზ ინანიშვილის სახელობის საჯარო სკოლის ეზოში შეიკრიბნენ, სადაც დიდი მწერლის ცხოვრების არაერთი ეპიზოდი გაიხსენეს, ისაუბრეს მის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე.
ღონისძიებაზე ადგილობრივი ანსამბლები და ბავშვთა თეატრის მსახიობები მაყურებლის წინაშე რამდენიმე ნომრით წარსდგნენ.
შეგახსენებთ, რომ მწერალი-რევაზ ინანიშვილი 1926 წლის 20 დეკემბერს საგარეჯოში, სოფელ ხაშმში დაიბადა. იგი, 65 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

გააზიარე