ცხელი ხაზი : 599801744

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოქალაქეებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

12 ივლისი, 2019

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის საგარეჯოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, გაიმართა მოქალაქეების შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე-შოთა კაკაბაძეს და მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელ-ბექა ფეიქრიშვილს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ თავიანთი პრობლემები გააცნეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
მოქალაქეების მიერ ყველა დასმულ კითხვას, თვითმმართველობისწარმომადგენლების მხრიდან ამომწურავი პასუხი გაეცა.
მსგავსი ტიპის შეხვედრები მუნიციპალიტეტის მასშტაბით კვლავ იგეგმება.

გააზიარე